NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხაინდრავა: „საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა“

ხაინდრავა: „საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა“

07 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 731 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არჩევნებზე მივხვდი, რომ საქართველოს სტოკჰოლმის სინდრომი შეეყარა – ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ მოატყუოს ხალხი, თუმცა საზოგადოება იმდენად გაიზარდა, რომ ამას არ დაუშვებს.

„ეს იყო კაცთმოძულეობა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩადიოდა. ჩვენ უნდა დავივიწყოთ თურმე ეს 9 წელი და არ უნდა ვილაპარაკოთ, თუმცა რა ვუყოთ სულიერად დასახიჩრებულ და გაუბედურებულ ოჯახებს? 300 000 პრობაციონერი იყო საქართველოში. იმ ბავშვებს რა ვუყოთ, რომელთა მამებიც ფსიქოლოგიურად და ფსიქიკურად გატეხეს ციხეებში?! დავივიწყოთ ყველაფერი, რასაც სჩადიოდნენ? შეგიძლიათ რომელიმე ქვეყანა ან ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ქვეყანას ისეთ რამას დამართავს, რაც ამათ დაგვმართეს? არის ასეთი მცნება – სტოკჰოლმის სინდრომი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც მსხვერპლს ტრფობა აქვს საკუთარი მოძალადისადმი. მე მეგონა, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მოვლენა, არჩევნებზე კი მივხვდი, რომ ეს არის ვირუსი, რომელიც ამ ქვეყანას შეეყარა. 600 000-მა მსხვერპლმა მოძალადეს მისცა ხმა, მოძალადეს ტრფობა გამოუცხადა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არ გვაქვს გააზრებული, სად ვიყავით და სად ვართ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საქართველოში მის მიერ ნათქვამი ვირუსი მოდის იმ შხამ-კომბინატებიდან (ტელევიზიები), რომელიც საქართველოშია გახსნილია.

„ეს შხამ-კომბინატები ძალიან სერიოზულად ფინანსდება, რადგან ჩვენ დავუშვით მათი არსებობა. იქიდან ყოველდღიურად მოედინება ძალადობა, გარყვნილება, ცილისწამება, სიცრუე და ეს ყველაფერი სიტყვის თავისუფლებით არის შეზღუდული და ამას ტელევიზიები ჰქვია (ბუნებრივია, ყველა არა). დილით ვიღვიძებთ უბედურებით, მთელი დღე ვიკვებებით უბედურებით და ძილის წინ დიდ „პორციას“ უბედურებას, სიცრუეს, ძალადობას და გარყვნილებას ვღებულობთ. ამ შხამ-კომბინატებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ 600 000 ადამიანი მივიდა და მოძალადეებს მისცა ხმა. ამ ფარჩაკებმა რა უნდა გვითხრან?“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

7 ნოემბერი არჩევნები გოგა ხაინდრავა ნაციონალური მოძრაობა 2018-11-07
Tags 7 ნოემბერი არჩევნები გოგა ხაინდრავა ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„როდესაც მოვუწოდებ 50 ან 100 ათას თანამემამულეს, გამოვიდნენ და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს, ვინ შეაკავებს ამას“

შემდეგი სტატია

ვაშაძე: 2-3 თვის განმავლობაში მე შევიწყალებ ყველა პოლიტპატიმარს

მსგავსი სტატიები

სააკაშვილი: რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად: გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ …

სააკაშვილი: რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად: გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ …

ირაკლი შალიკაშვილი 03 თებ 2022
ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

ხელისუფლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ქმნის

13 თებ 2019
თინა ბოკუჩავა მღებრიშვილს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს

თინა ბოკუჩავა მღებრიშვილს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს

01 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge