2-3 თვის განმავლობაში მე შევიწყალებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ამის შესახებ `ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებს.
„დიახ, მაგრამ მხოლოდ მის შეწყალებას არ ვაპირებ. მე ყველა პოლიტპატიმარს, აგრეთვე, პატიმარ ქალებს შევიწყალებ, რომლებსაც რამე განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ და შვილები ჰყავთ. ამის გაკეთებას ძალიან მალე, პირველ 2-3 თვეში ვაპირებ, რადგან ვიცი, ციხეებში რაც ხდება. როგორც იურისტს, მინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს და ეს ასეც იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამასთან პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის სააკაშვილისგან დამოუკიდებელია.
ვაშაძემდე Deutsche Welle-მ ინტერვიუ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ჩამოართვა.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები