„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ძველი წარმომადგენლების ნაწილი შეიკრიბა, დანარჩენები კი მმართველ პარტიას დახმარებას საჯარო განცხადებებით სთავაზობენ.
საგანგებო ბრიფინგი ყოფილმა დეპუტატებმა ომარ ნიშნიანიძემ და გია ჯაფარიძემ გამართეს. ისინი მზად არიან, „ქართული ოცნების“ მუშაობაში ჩაერთონ და სალომე ზურაბიშვილს არჩევნების მეორე ტურში დახმარება აღმოუჩინონ.
ომარ ნიშნიანიძე მმართველი პარტიის ის დეპუტატია, რომელიც პარლამენტში არჩევის შემდეგ ქუთაისში პორტის მოწყობის შესახებ ინიციტივით გამოვიდა და ეს პროექტი პრემიერს გააცნო.
„ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული შეცდომების მთელი კასკადი დაუშვა. ჩვენ გამოცდილ ხალხს, გვარდიას გვერდზე გაგვწიეს, გასაგებია, მაგრამ რჩევა მაინც რომ ეკითხათ, ეს იქნებოდა კარგი. ამას ველოდი, ჩემი ძველი კოლეგები და ახლებიც გავაფრთხილე, რომ ეს ასე იქნებოდა, მაგრამ ერთ ყურში შეუშვეს, მეორეში გაიშვეს. ასეთ დალაგებას ასეთი დაცემა მოჰყვება. 2020 წლისთვის კეთილი ინებოს „ქართულმა ოცნებამ“, ჩემმა ძველმა მეგობრებმა, ჩემმა თანამებრძოლებმა, ყველამ ერთად, რომ მეტად შევიკრათ, მეტი გავაკეთოთ, ხალს უფრო მეტად დავუდგეთ გვერდში. რაც შეეხება ბატონმა ბიძინას, რომელმაც ახსენა გულგატეხილობა, საკადრო პოლიტიკა, სოციალური პრობლემები, რომელიც ქვეყანაში, ვეთანხმები და ეს ნამდვილად ასეა,“- განაცხადა “ძველი გვარდიის“ წარმომადგენელმა, ომარ ნიშნიანიძემ.
კომენტარები