საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროა ევროპული არმიის შექმნა, მათ შორის კიბერუსაფრთხოებისთვის.
„ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპელების დაცვას თუ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ ნამდვილი ევროპული არმიის შექმნის თაობაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპა, რომელიც თავს იცავს, ძირითადად დამოუკიდებლად“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ჩვენს კიბერსივრცეში და ჩვენს დემოკრატიულ ცხოვრებაში ჩარევების მზარდ რაოდენობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი“, – დასძინა მან.
კომენტარები