NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„შეეშვით ხალხის დაშინებას, არავითარი დაპირისპირება არ იქნება“

„შეეშვით ხალხის დაშინებას, არავითარი დაპირისპირება არ იქნება“

05 ნოე 2018 ახალი ამბები 614 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის საგანგებო მიმართვას, სადაც ის ოპოზიციის რევანშისტულ მიზნებზე საუბრობს, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერი პასუხობს.

გიორგი ვაშაძის თქმით, ივანიშვილი და მისი გუნდის წევრები საზოგადოების დაშინებას ცდილობენ. ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციაა იმის გარანტია, რომ გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ მოხდება.

„თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ის, რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელ სიტყვასაც უკვე ფასი აღარ აქვს საქართველოს არცერთი მოქალაქისთვის.

რაც ყველაზე მთავარია შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება არ იქნება ქვეყანაში ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება.

ყველა თქვენს ძალადობრივ ფაქტზე, რასაც თქვენ ახორციელებთ ამ დღეების მანძილზე ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ.

ეს სიტყვა რასაც თქვენ ამბობთ, რა კავშირშია ახალქალაქში თქვენს მიერ მოწყობილ მართლა თავ-პირის მტვრევასთან, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ.

ჩვენ მშვიდად და წყანარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და სრულიად ახალი განვითარების ეტაპს,“ – ამბობს გიორგი ვაშაძე.

გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ტელეკომპანიამ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან მისი ძმა რუს კონსულტანტად ევგენი რეშეტნიკად გაასაღეს.

„მინდა „იმედს“ და ბევრ ღირსეულ ჟურნალისტს, რომელიც იქ არის მივმართო, მესმის რომ საგანგებო რეჟიმში ხართ, მაგრამ რაღაცას ხომ აქვს საზღვარი“ – ამბობს ვაშაძე.

კომენტარები

გიორგი ვაშაძე დაპირისპირება ქართული ოცნება ძალა ერთობაშია 2018-11-05
Tags გიორგი ვაშაძე დაპირისპირება ქართული ოცნება ძალა ერთობაშია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რაც არ უდნა ჩამეხუტონ არ გადამედება“

შემდეგი სტატია

ენმ-მ პროკურატურას თემურ კუპატაძის სიმამრის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა

მსგავსი სტატიები

„მიხედეთ ამ დედააფეთქებულ მაღაროებს“

05 აპრ 2018

Twenty Solutions to Make Your Website Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018

წულუკიანი: „დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება“

02 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge