NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე: ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები

ბახტაძე: ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები

05 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის და ლოჯისტიკისთვის, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელიც არის ბუნებრივი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ გეოგრაფიული კავშირი, არამედ ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაკავშირებდით ორ უდიდეს ცივილიზაციას, რამაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა როგორც კულტურის, ისე ცოდნის მხრივ, უპირველეს ყოვლისა ჩვენი სიამაყის – ღვინის ცოდნის მხრივ. გასულ წელს ბორდოში მოხდა აღიარება, რომ საქართველო არის მეღვინეობის სამშობლო. ჩვენი მეღვინეობის ისტორია დაახლოებით რვა ათასი წლისაა. ვისაც კი ოდესმე გაუსინჯავს ქართული ღვინო, გაიგებს, რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული, რადგან იგრძნობს იმ სიყვარულის თითოეულ მარცვალს, რომელმაც ქართველები ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის თითოეულ წვეთში ვდებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ახლად აღმოცენებული ბაზარია, რომელიც მიისწრაფვის, გახდეს გლობალური ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი, იყოს უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან.

„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ბიზნესისთვის ყველაზე მეგობრული გარემო შექმნას. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში ჩვენი ბოლო წარმატება არის მაგალითი, რომ რეფორმებზე ორიენტირებული ჩვენი დღის წესრიგი არის წარმატებული. ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე ვართ. საქართველო იქნება ფართო რეგიონში ლიდერი ეკონომიკური ზრდის მიხედვით. Heritage Foundation-ის ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების რეიტინგში ჩვენ მე-16 ადგილზე ვართ და მეხუთე პოზიციაზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის თანახმად. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, 9,9- პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით, მსოფლიო ბანკის თანახმად, რითაც ჩვენ მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ. ამგვარად გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები და ამბიცია, გავხდეთ რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ ტურიზმისთვის და ლოჯისტიკისთვის, არამედ ასევე ბიზნესისა და ფინანსური მომსახურებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

მამუკა ბახტაძე ჩინეთი 2018-11-05
Tags მამუკა ბახტაძე ჩინეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული რატომ მოხდა ეს ყველაფერი“

შემდეგი სტატია

ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა

მსგავსი სტატიები

“უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

“უმრავლესობის უმრავლესობა მხარს პროპორციულ სისტემას უჭერს”

ირაკლი შალიკაშვილი 05 დეკ 2019
მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

მოქალაქის ჭაში ჩავარდნის გამო მერიას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

05 სექ 2018
ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესასწავლად, სასწრაფოდ გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები

ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესასწავლად, სასწრაფოდ გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები

ირაკლი შალიკაშვილი 29 იან 2020

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge