NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

03 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 391 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ელენე ხოშტარია გუშინ პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ უსამართლობის, უტიფრობის, ხალხისთვის ზურგის შექცევის გამო ქართულ ოცნებას უთხრა არა არჩევნების პირველ ტურში, გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების მართლაც ზღვარგადასული, მორალურად, პოლიტიკურად და სამართლებლივად გაუმართლებელი ქცევა, როდესაც კოკისპირულ წვიმაში, საღამოს ისინი მივიდნენ შვილმკვდარ მამებთან, ზაზა სარალიძესთან და დაუხიეს გადაკრული პარკები. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება გველაპარაკება, რომ ყველასთან ჩახუტებას აპირებენ თურმე და თურმე ვითომ რაღაც გაიგეს, აგრძელებენ ამ მართლაც ზღვარგადასულ საქციელს ამ სახელმწიფო სისტემის მსხვერპლის მიმართ. მათ გააჩნიათ სამართლებლივი პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, რომ ეს ადამიანები რუსთაველზე საერთოდ აღარ იდგნენ, მათი სამართლიანი მოთხოვნები იყოს ბოლომდე შესრულებული და მკვლელი დასჯილი.

ჩვენ მერე ვიხილეთ ბატონი ზაზას წერილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ადამიანური, გაოგნებული ენით საუბრობს შეურაცხყოფებზე, რომელიც მას პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიაყენა, როდესაც რაღაც პარტიის კოორდინატორი უწოდა ყველანაირი საფუძვლის გარეშე. მოითხოვა ადამიანმა, მოდი შემხვი და მიპასუხე, ტყუილების გარეშე მიპასუხე, რატომ არ ისჯებიან ჩემი შვილის მკვლელები. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს რამის პასუხი რომ შეძლებოდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ხდება ჩვენი ქვეყნის შუაგულში, ადამიანს ეუბნებიან – დასველდი, გაცივდი, მოკვდი, რაც გინდა მოგივიდეს, მე ვარ უტიფარი ხელისუფლება და აი ამ ფონზე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი.

მათ ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა, თავგასულობა და ადამიანის უფლებების შელახვა.

მე მინდა მივმართო ქართული ოცნების კომისიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს და ყველას, ვისაც საერთოდ ადამიანები უნდა იყვნენ. თქვენ საერთოდ წარმოგიდგენიათ, რომ თქვენს ქვეყანაში თქვენს გვერდზე ასე ექცევა სახელმწიფო ადამაინს? თქვენ შეგიძლიათ დაზეპირებული ტექსტებით ილაპარაკოთ და გააგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის სიამოვნება, როდესაც ყველანაირ ადამიანურ ზღვარს ცდება თქვენი საქციელი? პოლიციელებს ამ დანაშაულს რატო აკეთებინებთ. სრული პატივისცემით ვამბობ ეს არის ინსტიტუტი რომელიც არ ჩამოინგრა და რომელსაც პატივი უნდა ვცეთ და რას უშვრებიან, რაში იყენებენ? თავის პირად ანგარიშსწორებაში იყენებენ ზაზა სარალიძის მიმართ? კატეგორიულად კიდევ ერთხელ მოვითხოვ, კომისიის დასკვნა გაითვალისწინონ და დაისაჯოს ყველა დამნაშავე და არავინ იფიქროს, რომ ვინმეს გაუვა ამ დაჩაგრულ ადამიანებთან ასეთი საქციელი“, – აცხადებს ხოშტარია.

კომენტარები

ევროპული საქართველო ელენე ხოშტარია ხოშტარია 2018-11-03
Tags ევროპული საქართველო ელენე ხოშტარია ხოშტარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შემდეგი სტატია

„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი“

მსგავსი სტატიები

მამუკა ბახტაძე პირველი პრემიერია, რომელიც ისე წავიდა, რომ მოსახლეობამ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება ვერ მოახერხა

მამუკა ბახტაძე პირველი პრემიერია, რომელიც ისე წავიდა, რომ მოსახლეობამ მისი სახელის და გვარის დამახსოვრება ვერ მოახერხა

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2019
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს – მესამე სექტორი საგანგებო შეხვედრას მართავს

ირაკლი შალიკაშვილი 21 ივნ 2019
საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოში ვიზიტად მყოფმა სტუმრებმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

06 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ნასტასი კინსკი იუბილარია

    ნასტასი კინსკი იუბილარია

  • დმანისთან მიწისძვრა მოხდა

    დმანისთან მიწისძვრა მოხდა

  • თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

    თვითმფრინავი, რომლითაც ბრაზილიელი ფეხბურთელები გოიანაში მიფრინავდნენ, ჩამოვარდა

  • ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

    ” ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ”

  • “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

    “ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”

  • “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

    “ლილოს” ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ

  • “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

    “ჩვენი გულის კარი იხსნება მხოლოდ სინანულით”

  • გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც  …

    გია ხუხაშვილი: ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია იმ ხალხის პოზიცია, რომელიც …

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 99.3 მილიონს გადააჭარბა

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge