NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი“

„პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი“

03 ნოე 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 557 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია.

„უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია, ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%იან მოგებაზე უარს იტყვის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, უწმინდესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან გარემოში ჩატარების აუცილებლობას. ვაშაძემ პატრიარქს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ შეხვედრისთვის დრო გამონახა.

„ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ შეურაცხყოფებს, ფიზიკურ დაპირისპირებას და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა. სხვათაშორის, ასეთივე ინცინდენტი მოხდა ვაზისუბანშიც. უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. მისი თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარასოდეს არ უნდა იყოს განდევნის და დატერორების ობიექტი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს მას.

შეხვედრა ჩვენი ინიციატივით შედგა. უღრმესი მადლობა უწმინდესს იმიტომ, რომ გუშინ საღამოს ვთხოვეთ შეხვედრა და თავისი გრაფიკის მიუხედავად გამონახა დრო“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არჩევნები გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა პატრიარქი 2018-11-03
Tags არჩევნები გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძრაობა პატრიარქი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ვერ გაიგეს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ გაუვა ასეთი უტიფრობა“

შემდეგი სტატია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება გამყოფი ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმას ზრდის

მსგავსი სტატიები

კომისიამ  „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა

კომისიამ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018
შსს-მ „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შსს-მ „სტამბოლის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

03 ნოე 2018
სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი

სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021

უახლესი ამბები

  • ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

    ალექსეი ნავალნის საქმის გამო აშშ-მ რუსეთს სანქციები შესაძლოა დღეს დაუწესოს

  • ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

    ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა – რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ

  • აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

    აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს – სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი

  • ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

    ნუ ჩავიგდებთ თავს ხიბლში, ჯერჯერობით, ხელისუფლება შეჯანჯღარებულია, მაგრამ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ

  • შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

    შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა” – ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge