ამერიკელმა პილოტმა გზატკეცილზე თვითმფრინავი სასწაულებრივად დასვა. Piper PA-28 სტუდენტმა-პილოტმა, რომელიც სმიტფილდიდან უილსონში ასრულებდა რეისს, აღმოაჩინა რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გაუმართავი იყო და დაჯდომის გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღო.
პილოტმა Piper PA-28 Interstate 95 გზატკეცილზე დასვა.
პილოტმა განაცხადა, რომ მან გადაწყვეტილება კი მიიღო, მაგრამ არაფერი გაუკეთებია- თვითმფრინავი თავად ღმერთმა დასვა.
ჩრდილოეთ კაროლინას საგზაო პატრულის განცხადებით თვითმფრინავში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.
კომენტარები