NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს“

„ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს“

02 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 455 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დროა, შევიმუშაოთ გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში წევრობისთვის, ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-12 კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა. მან მონაწილეებს გერმანიიდან მიმართა.

„პატივცემულო დისკუსიის მონაწილეებო, მასპინძლებო და სტუმრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას, რათა წელს საშუალება მომცა, შავი ზღვის გეოპოლიტიკის ეს მნიშვნელოვანი პანელი გამეხსნა.

მიუხედავად ჩემი წუხილისა იმის გამო, რომ დღეს ფიზიკურად არ ვიმყოფები თქვენთან ერთად, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მომავალი წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში იქნება ჩართული და მე მოუთმენლად ველი შემდგომ ერთობლივ საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ასევე, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ ახლახან დაასრულა ყოველწლიური ძირითადი ჯგუფის შეხვედრა, ძალიან მაღალი დონის კონფერენცია მინსკში, რომლის განხილვის თემა იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის პრობლემები, მათ შორის იარაღის კონტროლისა და INF (საშუალო სიშორის ბირთვული ძალების) ხელშეკრულების საკითხები.

რა თქმა უნდა, კონფერენციაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც. ნება მიბოძეთ, უფრო კონკრეტულად განვიხილო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი“, – აღნიშნა იშინგერმა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

„ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდგომ თქვენი რეგიონის უსაფრთხოება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. შავი ზღვის რეგიონი ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი წყალგამტარია. ის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობებში და, რა თქმა უნდა, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფანს ახლო აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის.

რუსეთი დიდ ინტერესს გამოხატავს ამ რეგიონის მიმართ. ჩვენ უკვე ვიხილეთ ქართული ტერიტორიების ოკუპაცია, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და 2008 წელს სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. უფრო მეტიც, 2014 წლის გაზაფხულზე ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და შემდგომი კონფლიქტური სცენარები აღმოსავლეთ უკრაინაში, რომლებიც დღესაც მიმდინარეობს.

რუსეთის გავლენა, ასევე, ნეგატიურად აისახება დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის პრობლემებზე. მე მაქვს მოლოდინი, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს ძალისხმევას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზთღვისპირეთში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, რათა წინ აღუდგეს ამ რეგიონებში ნატო-სა და აშშ-ის როლის გაძლიერებას. მე ასევე ველოდები, რომ რუსეთი გაზრდის თავის სამხედრო წარმომადგენლობას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ასევე განაგრძობს ძალისხმევას სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში“, – განაცხადა იშინგერმა.

მისივე თქმით, ყოველივე ამის ფონზე, ნატო-ს საკმაოდ გაუბედავი სტრატეგია აქვს წარმოდგენილი.

„ბოლოს ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე წარმოჩინდა შავი ზღვის ახალი სტრატეგიის წარმოების საჭიროება. ნატო-ს წარმომადგენლობა ამ რეგიონში საჭიროებს განახლებას. აღმოსავლეთ ფლანგის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის არსებული უსაფრთხოების დაუბალანსებელი მდგომარეობის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის რისკს, რომ შავი ზღვის რეგიონი გადაიქცეს ნატოსთვის მოწყვლად ზონად.

ყოველივე ამის შუაგულში არის საქართველო, რომელმაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ განახორციელა უამრავი წარმატებული რეფორმა და წარმატებით თანამშრომლობს ნატო-სთან. ქალბატონებო და ბატონებო, დროა, შევიმუშაოთ კონკრეტული გზამკვლევი საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობისთვის და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ჩვენ ვეღარ დავტოვებთ საქართველოს ჰაერში გამოკიდებულს, კონკრეტული გზამკვლევის და წინსვლის გეგმის გარეშე, ეს არამხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას ავნებს, არამედ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ.

ნება მომეცით, ამ შესავალი სიტყვით დაგემშვიდობოთ და სიტყვა გადავცე დისკუსიის მონაწილეებსა და მოდერატორებს. საინტერესო დისკუსიას გისურვებთ, სიამოვნებით ვიქნებოდი დღეს თქვენთან ერთად. დიდი მადლობა“, – განაცხადა ვოლფგანგ იშინგერმა.

ვოლფგანგ იშინგერის მიმართვის ტექსტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ნატო საქართველო 2018-11-02
Tags ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ნატო საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საჭიროა იმ ამომრჩევლის მოზიდვა, რომელიც არჩევნებზე არ მოსულა პირველ ტურში – გედევან ფოფხაძე  (რუსთავი 2)

შემდეგი სტატია

სააკაშვილმა პირადად მომიბოდიშა, ვთვლი რომ ეს იყო სერიოზული ნაბიჯი მისგან – ლევან ბერძენიშვილი

მსგავსი სტატიები

რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დაფინანსებას წყვეტს

15 სექ 2017
იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით

იმის მაგივრად, რომ შს მინისტრი ებრძოდეს კრიმინალს, ის დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით

სოსო ელისაშვილი 19 აპრ 2019
ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულებს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

  • მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

    მე არ დავუჭერდი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით

  • მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

    მართლები ვართ კანონთანაც და პოლიტიკურადაც

  • ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

    ვაქცინას აუცილებლად გავიკეთებთ მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც

  • 2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

    2 000 000 ადამიანის არჩევანს წყალში არ გადავყრით, დანარჩენი ყველაფერზე ვართ მზად, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge