NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქართულ არჩევნებში მნგრეველები იპყრობენ გულებს“

„ქართულ არჩევნებში მნგრეველები იპყრობენ გულებს“

02 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 422 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწერა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„36 037-ო, კიდევ ერთხელ მადლობა ერთმანეთის პოვნისთვის და ერთად შეგროვებისთვის! მადლობა, ერთმანეთს არჩევანის შეთავაზებისა და არჩევანის გაკეთების საშუალება რომ მივეცით! ვწუხვარ, რომ გიმტყუნეთ და მეტი თანამოაზრე ვერ შეგძინეთ. შესაძლოა, საქართველოს საუკეთესო პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ამავე საქართველოს საარჩევნო ბატალიებში წარმატებისთვის აშკარად ბევრი რამ დამაკლდა, მაგალითად, საძალაუფლებო ჟინი, გაქანება და თავზეხელაღებულობა.

სახელმწიფო თანამდებობა ჩემთვის ცხოვრების ტვირთია და არა ცხოვრების მიზანი. ამას გრძნობს ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და, თქვენგან განსხვავებით, ხმის არ მოცემით „შემიბრალებს“ ხოლმე… მე პოლიტიკურ სცენაზე ახალ უფსკრულებს ვერ ვთხრი, არსებულ უფსკრულებზე ხიდების აგებას ვცდილობ. ქართულ არჩევნებში კი მნგრეველები იპყრობენ გულებს და მშენებელს გონებაც კი არ უღებს კარს… მე ადამიანში პარტნიორ მოქალაქეს ვეძებ და მასთან ვსაუბრობ. ჩვენს არჩევნებში კი ამომრჩეველს „ელექტორატის ენაზე“ უნდა ეკეკლუცო და როგორმე ხმა გამოღლიტო… მე ვერც ბიზნეს წრეები „დავითრიე“ ხელისუფლებაში ყოფნისას და ამიტომაც მოვხსენი ყველა დროის რეკორდი „პერ-ხმა-კაპიტა“ დახარჯული თეთრით… გამოდის, რომ ჟინთან ერთად ქართული პოლიტიკისთვის აუცილებელი „მარიფათიც“ მკლებია – „თუ საჭირო იყო, უნდა მომეპარა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მეცრუა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა მემრუშა კიდეც; თუ საჭირო იყო, უნდა გამეთხარა კიდეც“… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „ჟინი და მარიფათი“ თუ მექნებოდა, ეხლა მე სხვისი რჩეული ვიქნებოდი და მათ მივმართავდი, ვისაც საქვეყნო საქმე კი არა, საქვეყნოდან სათავისოს ვერ მოციცქვნა ადარდებს. მე კი თქვენთან მირჩევნია.

დღეს მე დავმარცხდი, მაგრამ ხვალ ჩვენთან ერთად და ჩვენი ხელშეწყობით სხვა ჩვენნაირები, ჩემზე უკეთესები და ძლიერები, გაიმარჯვებენ. მეც დღეიდან მათ წარმატებას მოვახმარ ჩემი ცოდნის, გამოცდილებისა და ენერგიის ძირითად ნაწილს. მეტი და უკეთ ორგანიზებული შრომით ნამდვილად მეტი შეგვიძლია! საქართველო მაშინ დალაგდება, დამშვიდდება და გაძლიერდება, როცა 36 037 ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ 360 370 გავხდებით ,მეტი არა, თორემ ჩვენც ავურევთ“, – აცხადებს უსუფაშვილი.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

არჩევნები დავით უსუფაშვილი პრეზიდენტი შენების მოძრაობა 2018-11-02
Tags არჩევნები დავით უსუფაშვილი პრეზიდენტი შენების მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დუისის საარჩევნო უბნის დამკვირვებელი მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

The Washington Post: ჯამალ ჰაშაღის ცხედარი მჟავით გააქრეს

მსგავსი სტატიები

ბაქრაძე: ტრაგიკული სურათი ხელისუფლების, რომელსაც აღარ ესმის ხალხის პრობლემები

სოსო ელისაშვილი 24 ოქტ 2018
კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ – კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა

კაცს, რომელმაც ბავშვებს თვალები დათხარა აწინაურებენ – კალაძე თავს იტყუებს, ფეხბურთშიც უწევდა თავის მოტყუება, ზოგჯერ საკუთარ კარში გოლსაც გაიტანდა

ირაკლი შალიკაშვილი 04 სექ 2019
„მკვლელებოოო, ამით ვერ დამახევინებთ უკან“

„მკვლელებოოო, ამით ვერ დამახევინებთ უკან“

12 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge