NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მამუკა ბახტაძე – საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ

მამუკა ბახტაძე – საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ

02 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1041 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება იმ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, რაც მოიტანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის გარანტია „ქართული ოცნება“ და მმართველი პოლიტიკური გუნდი ამის დემონსტრირებას 2012 წლიდან ყოველდღე ახდენს.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გარკვეულ მოსაზრებებს და იმ ძალების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ფორსირებას უკეთებენ საზოგადოების ცნობიერებას და ვთქვა, რომ ვერავინ გაბედავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას. ამის იმედი ნუ ექნებათ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციაა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რასაც თვალს ვადევნებთ. დღესაც მომიტანეს ძალიან ბევრი მაგალითი, როგორ მიდის პიროვნული შეურაცხყოფა და შეტევა ჩვენს მხარდამჭერებზე. ამის გაკეთება შეუძლია ძალას, რომელიც მუდმივად იდგა ძალადობრივ მექანიზმებზე. ასეთ საკითხები ჩვენთვის დღის წესრიგში ვერ იქნება. „ქართული ოცნება“ არის მშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიის გარანტი და ყველა ველოდებით მეორე ტურს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირების აუცილებლობაზე.

„ჩვენ მივიღეთ გზავნილი ქართული საზოგადოებისგან და ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია. რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენ გვქონდა დაწყებული და ვაგრძელებთ რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ამ სისტემაში გვაქვს ძალიან ხელშესახები არაეფექტურობა, რაც აფერხებს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ მოსახლეობამდე ის სიკეთე, რასაც ესა თუ ის ინიციატივა გულისხმობს. სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ სოციალური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ცენტრალური და ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი, მაგრამ მთავარია ეფექტურობა, რათა ეს კონკრეტული სიკეთეები რაც შეიძლება დროულად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. რაც შეეხება ცვლილებებს, ცვლილებები ისედაც გათვალისწინებული გვქონდა და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გვჭირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

არჩევნები მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრი 2018-11-02
Tags არჩევნები მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბახტაძე – სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ

შემდეგი სტატია

„ივანიშვილი თუ პრეზიდენტის პოსტს ჩაიგდეს ხელში, იმ წამში დააბრუნებენ ამ კანონპროექტს“

მსგავსი სტატიები

ჭიჭინაძე: „თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს“

ჭიჭინაძე: „თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს“

25 ივნ 2018
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლური აქცია გამართეს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლური აქცია გამართეს

23 თებ 2018
ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება

ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნება

11 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

  • შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

    შოთა გულბანი: თუკი საქართველო აკრძალავდა სავაჭრო და ფულადი გზავნილების არხებს რუსეთთან, 2022 წლის ეკონომიკისთვის ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა

  • რადგან…  სამშობლო აირჩია!

    რადგან… სამშობლო აირჩია!

  • ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

    ნინო ნადირაძე: ახალ წელს პერსონალს გაუმასპინძლდა საჭმლით, ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის დედამ გაუკეთა საცივი, გამახარა ჩემმა პერსონალმა, გემრიელად მიირთვა და ჩვენც გაგვიმასპინძლდაო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge