NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბახტაძე – სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ

ბახტაძე – სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვები 5-ჯერ გაზრდილ დახმარებას მიიღებენ

02 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 710 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

„ჩვენ ამის შესახებ საუბარი გვქონდა გაზაფხულზეც, როდესაც UNICEF-ის კვლევა გამოქვეყნდა და იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესახებ, რომელიც ასახული იყო ამ კვლევაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტი მუდამ იყო და არის ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. აქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მინდა გამოვყო, მაგრამ რაც შეეხება ჩვენი სოციალური დახმარების პოლიტიკას, ამ ნაწილში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გვექნებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, დღეს საქართველოში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება.

„ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის თვალსაზრისით დღემდე არსებული სისტემა შესაცვლელია და სწორედ UNICEF-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ ახალი სისტემა. შესაბამისად, ის იქნება ასახული უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ბავშვები იყვნენ ყველაზე მეტად დაცული, მათ ჰქონდეთ განვითარების თანაბარი პირობები დაღირსეული მომავალი.

„აღნიშნული ინიციატივა შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩვენი პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთ ეტაპზე. შესაბამისად, ეს გახდება ჩვენი ბიუჯეტის ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოციალური დახმარებებით ეკონომიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა არ არის საკმარისი. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ქვეყანაში ინკლუზიური ზრდის მიღწევა, ისეთი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც აისახება ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. ჩვენ ფაქტობრივად შევათანხმეთ ის ძირითადი ცვლილებები, რომელსაც ვგეგმავთ სოციალური პოლიტიკის დახვეწის ნაწილში და ამ ინიციატივებსაც უმოკლეს დროში წარვუდგენთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

Unicef მამუკა ბატაძე პრემიერმინისტრი სოციალურად დაუცველები სოციალურად დაუცველი ოჯახები 2018-11-02
Tags Unicef მამუკა ბატაძე პრემიერმინისტრი სოციალურად დაუცველები სოციალურად დაუცველი ოჯახები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჩინეთში მძღოლის და მგზავრის ჩხუბის გამო ავტობუსი მდინარეში გადავარდა

შემდეგი სტატია

მამუკა ბახტაძე – საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსის შემოტანას ვერავინ გაბედავს, ამის იმედი ნუ ექნებათ

მსგავსი სტატიები

ჩემი დარჩენა “ქართულ ოცნებაში” არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა

ჩემი დარჩენა “ქართულ ოცნებაში” არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა

25 თებ 2019
თუ გახარიას წერილი არსებობს, მექნება რეაგირება – ლომჯარია ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

თუ გახარიას წერილი არსებობს, მექნება რეაგირება – ლომჯარია ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 05 მარ 2019

ქობულეთის ცენტრში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

26 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

    სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

  • ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

    ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

  • ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

    ლევან ვასაძე: ჩემთვის ნატოც, ევროკავშირიც, რუსეთიც არის საშუალება მიზნის მისაღწევად (ვიდეო)

  • „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

    „მთავარმა არხმა“ ფონდი დააარსა, რომელშიც პირველმა თანხა „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა შეიტანა

  • რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

    რადიო აჭარის პროდიუსერი: ოთხმა რუსმა ბიუროში თარჯიმანს სცემეს, უკრაინის დროშა ჩამოხიეს

  • მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

    მედია: პუტინის შვილის ახალი პარტნიორი გვარად ზელენსკია

  • მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

    მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

  • ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

  • მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

    მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

  • ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

    ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge