NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

01 ნოე 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, პოლიტიკა 1087 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება დიდწილად მთავრობის მიერ ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვას უკავშირდება.

„ლარის კურსი არის ის ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასების ზრდაზე და ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს, იწვევს მათ გაღარიბებას და ჩვენ ვიცით ლარის კურსის ამ მერყეობის ტრადიციული მიზეზები, რაც დაკავშირებულია სწორედ ქართული ოცნების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. ეს ეხება ბიუჯეტის არასათანადო ხარჯვასაც, ეს ეხება იმას, რომ არაფრით არ წევენ გადასახადებს დაბლა, რაც უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რამაც უნდა გაამყაროს ლარიც, დაასტაბილუროს ფასებიც და შესაბამისად შეაჩეროს სიღარიბის ზრდა ქვეყანაში.

ბოლო დღეებში ამას დაემატა კიდე უფრო სერიოზული ფაქტორი ეს არის არასტაბილურობის განცდა და არამარტო ბიზნესის მხრიდან არამედ მთელ საზოგადოებაში როდესაც ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოახლოებული წაგების ფონზე ცდილობს დააშინოს საზოგადოება და ის ლაპარაკობს იმაზე, რომ თავად იქნება არასტაბილურობის, არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების წყარო და ფაქტორი.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ისეთი დროც როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებდა ხოლმე, ეს წლების წინ იყო, მაგრამ დღეს მთავრობა უბიძგებდეს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ, ეს არის სრულიად წარმოუდგენელი ამბავი და შესაბამისად ქმნის ისეთ არასტაბილურობის განცდას რომელიც ძალიან აისახება უარყოფითად ლარის კურსზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კომენტარები

ევროპული საქართველო ეროვნული ვალუტა ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარი ლარის კურსი 2018-11-01
Tags ევროპული საქართველო ეროვნული ვალუტა ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარი ლარის კურსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ივანიშვილი ძირითადად უსმენდა, თუმცა, თავის შენიშვნებიც ჰქონდა“

შემდეგი სტატია

შსს-ს განცხადება არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე

მსგავსი სტატიები

“უმრავლესობას შორის გაჩნდა სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობები… არ ავირჩევდი პოზიციას”

“უმრავლესობას შორის გაჩნდა სიღრმისეული აზრთა სხვადასხვაობები… არ ავირჩევდი პოზიციას”

20 თებ 2019
საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის  დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები თიბისი დაზღვევისგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

თამუნა 01 მარ 2022
გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს

სოსო ელისაშვილი 22 მარ 2018

უახლესი ამბები

  • თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

    თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

  • “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

    “სწორ დროს, სწორ ადგილას” – SOLO მომხმარებლებს ახალ პროდუქტს SOLO X სთავაზობს

  • კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

    კობახიძე: რამდენი ადამიანიც მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც გაამწარა, 9 ათასი პატიმრიდან არცერთს გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი?!

  • ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

    ირაკლი კობახიძე: …რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე აქვს რუსულ მხარეს

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge