NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-ს განცხადება არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე

შსს-ს განცხადება არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე

01 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, სამართალი 643 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შსს არჩევნების მიმდინარეობისას და მომდევნო დღეებში დაფიქსირებულ ინციდენტებზე უწყების რეაგირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით დაიწყო.

შეტყობინების მიღებისთანავე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. დაკითხულია ათობით მოწმე, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციისა და პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლები, კონფლიქტის შემსწრე და სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირები. მხარეები და მოწმეები დაპირისპირების სხვადასხვა მოტივზე საუბრობენ. ამ დრომდე ვერ მოხერხდა ყველა დაზარალებულის გამოკითხვა. 2018 წლის 30 ოქტომბერს დაზარალებულებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, რამაც საწყის ეტაპზე გამოძიებას შეუქმნა გარკვეული პრობლემები ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით. 2018 წლის 31 ოქტომბერს, ზემოაღნიშნული პირები დათანხმდნენ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ორი მათგანი უკვე გამოიკითხა. დანარჩენი ორი დაზარალებული მათივე სურვილით გამოიკითხება 2018 წლის 1 ნოემბერს.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულის მოტივის და ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, გამოძიება, უმოკლეს ვადებში, იმსჯელებს დანაშაულის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის საკითხზე. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ასევე სასამართლო-სამედიცინო და სხვა აუცილებელი ექსპერტიზები. მუშავდება შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები.

რაც შეეხება, არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ სხვა ინციდენტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, არჩევნების დღეს, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები, მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იყო მყისიერი. კერძოდ, 2018 წლის 28-30 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, სულ გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 126-ე, 151-ე, 154-ე, 187-ე და 239-ე მუხლებით.

18 ინციდენტის შესწავლის შედეგად, არ დადასტურდა დანაშაულის ჩადენა, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.

6 ინციდენტის შესწავლა ამჟამადაც მიმდინარეობს. საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასარიდებლად, მათივე სურვილით, არ გამოკითხულან შეტყობინების ინიციატორები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მუშაობდნენ. აღნიშნული პირების გამოკითხვის შემდეგ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.

გამოძიება დაწყებულ საქმეთა შორის არის მარნეულის ინციდენტი, რაზეც მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრი და ქართული ოცნების ერთი წევრი.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე სხვადასხვა საქმეზე მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 15 პირი, რომელთა შორის არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წევრები, მათ შორის, ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

არჩევნები ახალქალაქი შსს 2018-11-01
Tags არჩევნები ახალქალაქი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს

შემდეგი სტატია

„დააფიქსირონ პოზიცია, იღებენ თუ არა მხარდაჭერას „ქართული მარშისგან“ და „პატრიოტთა ალიანსისგან“

მსგავსი სტატიები

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

TBC ბანკმა ერთ დღეში დაახლოებით 176 მილიონი ლარი დაკარგა – აქციების ღირებულება 6.66% გაუფასურდა

15 თებ 2019
„ლელო“ გენერალურ პროკურორს მიმართავს, ირაკლი კობახიძის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყოს

„ლელო“ გენერალურ პროკურორს მიმართავს, ირაკლი კობახიძის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, გამოძიება დაიწყოს

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2021

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა „ქართული ოცნების’’ მმართველობის მახინჯი სახე“

08 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

    პირდაპირ ვეუბნები კობახიძეს: დეპოლარიზება ვერ გამოვა იმ პირობებში, მას და ივანიშვილს ძალაუფლება ჰქონდეთ მიტაცებული, ხოლო ჩვენ პირში წყალი ჩავიგუბოთ!

  • სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

    სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია” უფრო სირცხვილია – მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

  • ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

    ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge