რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განახლებული მიგრაციული პოლიტიკა დაამტკიცა. მიგრაციული პოლიტიკის ახალი კონცეფცია რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს. ამის შესახბე რუსული მედია წერს.
დოკუმენტის თანახმად, ყოველწლიურად რუსეთში დაახლოებით 10 მილიონი უცხოელი იმყოფება, შრომითი მიგრანტების საშუალო რაოდენობა კი დაახლოებით სამი მილიონია. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსახლეობის მატების მთავარი წყარო რუსეთის შიგნით შობადობა უნდა გახდეს, მიგრაციული პოლიტიკა კი დემოგრაფიული პრობლემებისა და მათთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების მოგვარების დამხმარე ინსტრუმენტად არის მოხსენიებული.
კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთი მზადაა დაცვითა და თავშესაფრით უზურნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, რომლებსაც უკანონოდ დევნიან.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები