NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ლევან იზორია: „ეს არის რუსული ნარატივი, დეზინფორმაციაა“

ლევან იზორია: „ეს არის რუსული ნარატივი, დეზინფორმაციაა“

01 ნოე 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1063 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დეზინფორმაციული კამპანიაა რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ჯონ ბოლტონი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ მისგან გაფრთხილება მივიღეთ, რეალურად სიტუაცია ასეთია, რომ ბოლტონმა მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა განხორციელებული რეფორმების მიმართ, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მისივე თქმით, ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც გუშინ ზოგიერთი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აზიარებდა.

ლევან იზორიას თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციის წყება წამოვიდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან.

„სწორედ ამ პოლიტიკაში და დეზინფორმაციულ კამპანიაშია ის რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოსდა ჯონ ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება, პირიქით და რეალურად სიტუაცია გახლდათ ისეთი, რომ ბოლტონმა იმავე დღეს, ასევე ჯეიმს მატისის წერილმა კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში განხორციელებული რეფორმების და განსაკუთრებით თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმა მოხდა იმის, რომ „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა, მე პირად საუბარში მოვისმინე ბატონი მატისისგან, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ნდობა და აღიარება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ სისტემების უსაფრთხოება იყოს დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების ფარგლებში ჩვენ გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღების შეძენას აშშ-დან.

ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც აზიარებს ზოგიერთი პოლიტიკოსი იმის ნაცვლად, რომ ყველა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ გვქონდეს ადეკვატური რეაქცია, სამწუხაროდ, პირიქით ზოგიერთი ამას ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იქნას აღქმული. შეიარაღებული ძალებისთვის ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია, იმისთვის რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბება, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მიმართ. ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა. ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან წელს უფრო წინ არის წასული, ვიდრე შარშან. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსიც მანამდე არ ყოფილა. პირველად აშშ-ს არმიის ასეული გაივლის წვრთნას გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მომავალ წლებში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ში საქართველოს საელჩომ განცხადებაც გაავრცელა. საელჩო აღნიშნავს, რომ ჯონ ბოლტონის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს მან საქართველოში ვიზიტისას შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო – ამერიკის სტარტეგიულ პარტნიორობას.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

აშშ ლევან იზორია ჯაველინი ჯონ ბოლტონი 2018-11-01
Tags აშშ ლევან იზორია ჯაველინი ჯონ ბოლტონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობaს ხვდება

შემდეგი სტატია

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სესხად 45 მილიონი აიღო

მსგავსი სტატიები

„მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს“

„მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს“

11 ნოე 2017

წლის საუკეთესო მულტსერიალი „რიკი და მორტი“ გახდა

10 სექ 2018

თბილისის მერიასთან 14:00 საათზე აქცია გაიმართება

სოსო ელისაშვილი 12 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

    ბენ უოლესი: რუსეთის შეჭრა უკრაინაში ჩავარდა და მარცხი იწყება

  • გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

    გომელაური ესებუაზე – ძებნაზეა დასმული, ანუ ვეძებთ

  • დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

    დაზვერვა: ოკუპანტებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, მარიუპოლის დამცველები, შესაძლოა, საჯაროდ დასაჯონ

  • ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

    ლალი მოროშკინა: ის რაც ახლა ხდება ატომურ სადგურთან მიმართებაში, ნაწილობრივად ზელენსკის თამაშია აშანტაჟოს ევროპა

  • “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

    “ნებისმიერი სამიზნე, რომელსაც ისინი აირჩევენ სუვერენული უკრაინის მიწაზე, არის თავდაცვა”

  • მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

    მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით

  • აშშ-ის საელჩო:  „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

    აშშ-ის საელჩო: „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება საარჩევნო რეფორმების პარლამენტის სამუშაო ჯგუფში პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას

  • ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

    ლვოვში ჩასულ ვოლოდიმერ ზელენსკის მოქალაქეები ტაშით შეხვდნენ (ვიდეო)

  • ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

    ჯერემი ფლემინგი: პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში

  • ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

    ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge