კიევის პატრიარქი ფილარეტი ქართული ეკლესიისგან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას ელოდება. ინფორმაცია on.ge-მ გაავრცელა.
„ჩვენ გვინდა შევახსენოთ, რომ იყო დრო, როდესაც რუსეთმა გაანადგურა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ასეთსავე ისტორიას გადის უკრაინის ეკლესია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი, ისევე უჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, როგორც უკრაინელები უჭერენ მხარს ქართველებს. ამის საფუძველზე ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია“, – თქვა კიევის პატრიარქმა.
ფილარეტი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან კონტაქტი არ ჰქონია.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.
საქართველოს საპატრიარქო მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებს შორის უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით პოზიციას ჯერ არ დააფიქსირებს. როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, ოზიციის დაფიქსირებამდე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეისწავლის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პოზიციასაც და ამის შემდეგ ამ საკითხს სინოდის სხდომაზე განიხილავს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარები