„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უნდა შეიტანოს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს.
„მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, გამოეხმაუროს ამ განცხადებას და ყველამ ერთად, კატეგორიულად მოვითხოვოთ, ვინაიდან, ვადამდელი არჩევნები გარადაუვალია, ხელისუფლებამ შეცვალოს საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო გარემო. ასევე მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო დამკვირვებლებს, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიახ, თქვენი გარანტიების და თქვენი კატეგორიული მოთხოვნების ქვეშ უნდა განხორციელდეს აღნიშნული ქმედება,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები