NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„როგორც აგდებული ქვა არ აცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება“

„როგორც აგდებული ქვა არ აცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება“

31 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 447 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მთავარი რის გამოც დამარცხდით, ეს იყო ის სიღატაკე, რომელიც მოიტანეთ თქვენ, მთავარი იყო კორუფცია, რომელიც დააბრუნეთ შევარდნაძის დროიდან, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც სერგო რატიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრების გამოსვლებიდან ჩანს, რომ ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ მარცხს, ვერ აცნობიერებენ, რატომ უთხრა ქართველმა ხალხმა უარი.

„როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, გგონიათ, რომ „რუსთავი 2“ არის ის მიზეზი, რის გამოც დამარცხდით. მართლაც, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან არსებობდა თავისუფალი სიტყვა, რომ ქართველმა ხალხმა დაიცვა ეს თავისუფალი სიტყვა და ის მოქმედებს. მთავარი რის გამოც დამარცხდით, ეს იყო ის სიღატაკე, რომელიც მოიტანეთ თქვენ, მთავარი იყო კორუფცია, დააბრუნეთ შევარდნაძის დროიდან. მთავარი არის ძალადობა, რომელიც თქვენ დააბრუნეთ. მთავარი იყო ის, როდესაც ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ სარალიძის შემთხვევაში თქვენ, თქვენი ჩინოვნიკები ხელს აფარებდნენ მკვლელებს. ეს დაინახა ქართველმა ხალხმა და სწორედ ამიტომ გითხრათ უარი. მთავარი არის ის, რომ ხალხმა გააცნობიერა რა ნაციონალური საშიშროება ხდებოდა და იდგა საქართველოს წინაშე”,- განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“ უთხრა უარი.

„დემოკრატიულობის ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც არის კრიზისი და თქვენ გაქვთ სერიოზული კრიზისი. დემოკრატიულობის ტესტი მაშინ არ არის, როდესაც იგებთ და კარგი რეიტინგები გაქვთ. ეს ტესტი ბარდება მაშინ, როდესაც აგებთ არჩევნებს და სწორედ ამ დროს, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც აგებდით და საკმაოდ სუსტად გრძნობდით თავს, მიმართავდით ძალადობას. მაგალითად კორცხელში, წელს ზაფხულში „ევროპული საქართველოს“ ადიგენის რაიონული თავმჯდომარის, ზურა შანიძის წინააღმდეგ თქვენ მიმართეთ ძალადობას. გუშინ ეს იყო ამაზრზენი რაც თქვენ გააკეთეთ, ახალქალაქში ,თქვენ დაარბიეთ გრიგოლ ვაშაძის შტაბი და იძალადეთ ამ ადამიანებზე. ეს არის ცუდი და იმ ფონზე არის ცუდი, როდესაც ეთნიკურმა სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, განაცხადეს და გითხრეს, რომ ისინი არ დაუშვებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამხდარიყო ადამიანი, რომელიც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში. მე მართლაც მეამაყება, რომ მათაც დაიცვეს ნაციონალური ინტერესები, ისინი დადგნენ და გიპასუხეს ისე, როგორც მთელმა საქართველომ”, – აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირა „ევროპულმა საქართველომ“, მას დაახლოებით 10 პროცენტიანი უპირატესობა აქვს.

„თქვენ უნდა მოიქცეთ ადეკვატურად. ბევრჯერ მითქვამს, როგორც აგდებული ქვა არ აცდება მიწას, ისე თქვენ არ აგცდებათ დამარცხება. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, მთავარია, რომ ეს დამარცხება არ იყოს მტკივნეული ქვეყნისთვის და არ იყოს მტკივნეული საზოგადოებისთვის და ჩვენთვის ყველასთვის”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

კომენტარები

დამარცხება სერგო რატიანი ქართული ოცნება 2018-10-31
სოსო ელისაშვილი
Tags დამარცხება სერგო რატიანი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა კიდევ 2 კოოპერატივში დაინერგა

შემდეგი სტატია

„მოგწონთ ჩვენს მიერ შექმნილი დემოკრატია, მაგრამ ამის აღიარება არ შეგიძლიათ“

მსგავსი სტატიები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 610-მდე გაიზარდა

მაია ბარძიმაშვილი 06 მაი 2020
ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო რა მოხდა,” – მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე საუბრობს

ვეცდები დავიცვა ის ადამიანი იმიტომ, რომ მე ის ცოცხალი მჭირდება რომ გავიგო რა მოხდა,” – მაჩალიკაშვილი გოგაშვილზე საუბრობს

სოსო ელისაშვილი 15 მაი 2019
კალაძემ მერიის მაღალჩინსონები გააფრთხილა, ოჯახის წევრებზე სპეციალური საშვები არ გასცენ

კალაძემ მერიის მაღალჩინსონები გააფრთხილა, ოჯახის წევრებზე სპეციალური საშვები არ გასცენ

31 იან 2018

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge