NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას“

„არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას“

31 ოქტ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 939 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას,  – 1tv.ge-ის ინფორამცით, ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე, უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე ისაუბრა და საქართველოს იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე არ მივიდნენ.

„დღეს მინდა, ძალიან დიდი მოკრძალებით და ყოველგვარი მითქმა-მოთქმის გარეშე მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 2012 წლის გამარჯვებაში, თანამებრძოლებს, რომელიც 2012 წლამდე იდგნენ სიცივეში, ყინვაში, ხვდებოდათ ხელკეტები, რეზინის ტყვიები და 28 ოქტომბრის არჩევნებზე არ მოვიდნენ და განზე გადგნენ. მესმის მათი გარკვეული მიზეზები, ალბათ სხვადასხვა იყო – ზოგს ეგონა, პირველ ტურში იქნებოდა სრული გამარჯვება, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო უსამართლობის შეგრძნება, გულის გატეხვა და წყენის დაგროვება. ამაში ჩემს თანამებრძოლებთან აბსოლუტურად თანაზიარი ვარ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ – დღეს, როდესაც მეორე ტურში ჩვენს ქვეყანას ხიფათი უახლოვდება, როდესაც სააკაშვილის ნაცვალი, რომელსაც გულში აქვს ისევ დამარხული რუსული პასპორტი, შესაძლებელია და ასეც არის, ფეხდაფეხ მიჰყვება ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, დარწმუნებული ვარ, ყველა წყენა, ყველაფერი გადაიდება და ყველანი ერთად, არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკის, „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით ზის სააკაშვილი, იმის შიგნით მერაბიშვილი და სხვა „მატრიოშკებში“ სხედან, სხვადასხვა დამნაშავები, სხვადასხვა კალიბრის, ზოგი გაქცეული, ზოგი ამჟამად პატიმარი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის შეფასებით, საზოგადოება მათ „პარპაშს“ არ შეეგუება და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჩამოსვლის ეშინია.

„არ მგონია, რომ ჩვენ მათ პარპაშს შევეგუებით, არა იმიტომ, რომ ვინმეს ეშინია ვინმეს ჩამოსვლის, ვინმეს გამოსვლის, არა. იმიტომ, რომ წარმატებები, რაც იყო, ერთი ხელის მოსმით წაიშლება, დაგროვილი პრობლემები კი, გაათმაგდება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მხარდამჭერთა სრული მობილიზების შედეგად „ქვეყანა სირცხვილს არ ჭამს“.

„დარწმუნებული ვარ და მთელს ჩემს ძველ გვარდიას, რომელმაც თავი გაწირეს იმ დროს, დარწმუნებული ვარ, სრული მობილიზების შედეგად, ჩვენს ქვეყანას სირცხვილს არ ვაჭმევთ, ძველ დროს გავიხსენებთ და მტერს არ გავაცინებთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ სხდომაზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ყველა კითხვას დაუბრუნდება და ყველა პრობლემას თვალს გაუსწორებს.

„ამის შემდეგ კი, ყველა კითხვას დავუბრუნდებით, თვალს გავუსწორებთ ყველა პრობლემას. დავიცავთ 2012 წლის მონაპოვარს და ამავე დროს, შემდეგშიც ვეცდებით, რომ მძლავრი სამოქალაქო მოძრაობის, სწორედ მოძრაობის თანადგომით და თანამონაწილეობით, ყველამ მიიღოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა და მომავალ არჩევნებზე ჩვენმა ხალხმა არა შიშით, არამედ იმედით მისცეს ხმა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნუკრი ქანთარია ქართული ოცნება 2018-10-31
სოსო ელისაშვილი
Tags გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა ნუკრი ქანთარია ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„„ქართული ოცნება“ არ დაუშვებს რუსული მენტალიტეტის „მატრიოშკას“ გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნით სააკაშვილი ზის“

შემდეგი სტატია

ნათია მეზვრიშვილი ახალქალაქის ინციდენტზე: “ყოველგვარი ძალადობა არის მიუღებელი, თუმცა, ამავდროულად მიუღებელია, ულტიმატუმებით საუბარი საგამოძიებო ორგანოსთან, როცა დაზარალებულები არ თანამშრომლობენ

მსგავსი სტატიები

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს

ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ ანგარიშს მოამზადებს

23 ივლ 2018
შსს-მ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

შსს-მ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

25 მაი 2018
ისეთი ბედნიერი უყურებდით რომან გოცირიძეს, მეგონა, ერთ პარტიაში იყავით – ნუ გეტყობათ ასეთი რაღაცები, ცოტა თავი შეიკავეთ

ისეთი ბედნიერი უყურებდით რომან გოცირიძეს, მეგონა, ერთ პარტიაში იყავით – ნუ გეტყობათ ასეთი რაღაცები, ცოტა თავი შეიკავეთ

ირაკლი შალიკაშვილი 25 სექ 2019

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge