„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის გეგმებზეც საუბრობს და მეორე ტურამდე არეულობის მცდელობაზე აკეთებს აქცენტს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
„კარგად ვიცნობ მიშა სააკაშვილს, ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე მეტად უნდა, რომ ეს ერთი თვე, მეორე ტურამდე მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში და აირიოს. მისი სურვილია, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. ახლაც მგონია, რომ ასე უყურებს ამ რეალობას, ამაში დარწმუნებული ვარ. გაპრეზიდენტების მერე არამგონია, მალევე ჩამოვიდეს, ჯერ გარანტიები სჭირდება, რომ არ დაიჭერენ. 2019 წელს დაიწყებენ ბევრ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ მგონია, რომ ვერ გაიტანენ და მივალთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
კომენტარები