NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით“

„არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით“

31 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 734 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბაჩო ახალია აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს. ამის შესახებ ახალაიას მიერ „ფეისბუკზე“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით, ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლი რამდენიმე ჩემთვის სრულიად ბუნებრივ საკითხს საჯაროდ გავუსვა ხაზი და გამოვეხმაურო მედიაში გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას.

უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ჩემი პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, ქართულმა ოცნებამ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს.

საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული.

უსამართლო 9-წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო. გარდა ამისა მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის.

ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი გავაკეთო სამწუხაროდ ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია“, – აცხადებს ბაჩო ახალია.

კომენტარები

ბაჩო ახალაია გრიგოლ ვაშაძე შეწყალება 2018-10-31
სოსო ელისაშვილი
Tags ბაჩო ახალაია გრიგოლ ვაშაძე შეწყალება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რომპეტროლის“ 1000 და 100 ლიტრიანი საწვავის ვაუჩერების იღბლიან მფლობელთა ვინაობა ცნობილია

შემდეგი სტატია

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა კიდევ 2 კოოპერატივში დაინერგა

მსგავსი სტატიები

აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები ჩაშალა

აშკარაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებები ჩაშალა

ირაკლი შალიკაშვილი 19 მარ 2021
აეროპორტის თანამშრომელი ბომბის შეძენისთვის დააკავეს

აეროპორტის თანამშრომელი ბომბის შეძენისთვის დააკავეს

11 ნოე 2017

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს არ უშვებენ

20 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

    რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გარეშე უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, მაგრამ გეტყვით, რომ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება

  • საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

    საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება

  • თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

    თუ ვინმეს წარმოუდგენია, ე.წ. ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება არის სწორი, დემოკრატიული და კონსტრუქციული პროცესი, ეს ლექციები ერთმანეთს სახლში უკითხონ

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

  • ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

    ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში სამი ძირითადი შედეგის – თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმისა და ევროპული პერსპექტივის მიღწევა მოახერხა

  • პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

    პირველი საკონსტიტუციო ცვლილებებია მოსათხოვი, ამის შემდეგ, როცა აზრი ექნება არჩევნებს, უნდა მოვითხოვოთ ახალი არჩევნები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება

  • რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

    რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი – აქ, უკრაინაში წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში

  • გიორგი გამსახურდია:  ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

    გიორგი გამსახურდია: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება ქვეყანასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას მოახმარა და 2012 წელს ეს რეალობა შექმნა, რომელსაც საშინელებას უწოდებენ

  • ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

    ნიკუშა შენგელაია: ევროპას თავისი უსაფრთხოების საკითხი დაუდგა დღის წესრიგში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge