NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს

30 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 933 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს. სხდომა 15:00 საათზე ჩაინიშნა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ცნობით, სარჩელში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრობლემაზე დავობენ. სასამართლოს წინაშე მოსარჩელეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) წარმოადგენს.

„2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.

თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალის ოფიციალური წარდგენა და ბრალდებულის სტატუსის მინიჭება არ განხორციელებულა. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლა მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და საზოგადოების თვალში მისი დამნაშავედ წარმოჩენას და დეჰუმანიზებას ისახავდა მიზნად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ამ კუთხით ერთგვაროვანია და იმპერატიულად ადგენს სასამართლოსა, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.

სასამართლო დავის ფარგლებში თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიზნად ისახავენ: გარდაცვლილი შვილის ღირსების დაცვას, საზოგადოებაში მისი სახელის რეაბილიტაციას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გაკეთებული განცხადებების შედეგად მინიჭებული სტიგმის მოშორებას და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტის აღიარებას;

სუს-ის მხრიდან მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის აღიარების შედეგად დაიცვან საკუთარი ოჯახის ღირსება, რამდენადაც, სუს-ის მიერ მათი შვილისათვის ტერორიზმის მხარდამჭერის სტატუსის მინიჭების შემდგომ ისინი ასევე იღებენ ნეგატიურ შეფასებებს და წინასწარ განწყობებს საზოგადოების მხრიდან“,- ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

EMC თემირლან მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სუს 2018-10-30
სოსო ელისაშვილი
Tags EMC თემირლან მაჩალიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სუს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისთან მიწისძვრა მოხდა

შემდეგი სტატია

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

მსგავსი სტატიები

კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი

13 ნოე 2018
ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები გაუქმდა

20 თებ 2018
„მაშინ, როცა უამრავი პრობლემაა დედაქალაქში, როგორ შეიძლება ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ“

„მაშინ, როცა უამრავი პრობლემაა დედაქალაქში, როგორ შეიძლება ტაშ-ფანდურში ნახევარი მილიონი დავხარჯოთ“

27 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

    ნიკოლოზ გამყრელიძე: მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ

  • ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

    ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge