NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა

30 ოქტ 2018 ახალი ამბები, კულტურა 770 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თიბისის მხარდაჭერით ორდღიანი სიმპოზიუმი ჩატარდა. სიმპოზიუმზე თბილისსა და მის მიღმა არსებულ არქიტექტურულ და ურბანულსაკითხებზე არქიტექტორებმა, ქალაქთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა, სპეციალისტებმა, მკვლევარებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და დაინტერესებულმა პირებმა იმსჯელეს.

სიმპოზიუმი ორ – დისკუსიებისა და მოწვეული სპიკერების გამოსვლების ნაწილად ჩატარდა. 15 ქვეყნიდან 30-ზე მეტი მონაწილე შემდეგი თემატიკის დისკუსიებში ჩაერთო:

  • პერიფერიების პედაგოგიკა
  • არქიტექტურული ინსტიტუციები და ქალაქი
  • გლდანის მაგალითი
  • საზოგადოება და კონტრსაზოგადოება
  • ახალი ეკონომიკები / ახალი სივრცეები
  • პოსტსაბჭოთა ცვლილებები

სიმპოზიუმზე მოწვეული სპიკერის რანგში საერთაშორისო დონის ისეთი წამყავნი არქიტექტორები წარსდგნენ, როგორებიც არიან: რეინერ დე გრააფი, ნინა რაპაპორტი, ხორხე ხაურიგი და ალექსანდრ ბროდსკი.

სიმპოზიუმისა და ზოგადად, მთელი ბიენალეს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, არქიტექტორი რეინერ დე გრააფია, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე საკუთარ წიგნზე იმსჯელა. დე გრააფის წიგნი – „კედლები და ჭერი: მარტივი პროფესიის რთული ბუნება“ ჰარვარდის უნივერსტეტის გამომცემლობამ გამოსცა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება.

თბილისის პირველი საერთაშორისო არქიტექტურის ბიენალე 26 ოქტომბერს გაიხსნა. მისი მთავარი თემაა – „მხოლოდ შენობები არ კმარა” და ის საცხოვრებელი უბნების არაფორმალური ურბანული და სოციალური სივრცეების შესწავლას ეხება. პროექტი მსოფლიოში წამყვან არქიტექტორებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ბიენალე მოიცავს როგორც შიდა, ასევე ღიასივრცეში დაგეგმილ აქტივობებს: გამოფენებს, სიმპოზიუმს, საჯარო ლექციებს, ტურებს გლდანში გიდის თანხლებით, ფილმების ჩვენებებს, პერფორმანსებს, ურბანულ და არქიტექტურულ ინსტალაციებს.პროექტის ფარგლებში იქმნება საჯარო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც გლდანის ღია სივრცის ნაწილი გახდება.

გლდანის რაიონი საბჭოთა იდეოლოგიის უტოპიური ხედვის თანამედროვე საცხოვრებელი სტანდარტების ლოგიკასთან ადაპტირების მაგალითია, სწორედ ამიტომ ბიენალეს ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიების ლოკაცია გლდანის მიკრორაიონია.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 3 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ბიენალეს დეტალური პროგრამა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.biennial.ge

[R]

კომენტარები

თიბისი 2018-10-30
სოსო ელისაშვილი
Tags თიბისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელს განიხილავს

შემდეგი სტატია

საბანკო რეგულაციები, რომლებიც 1-ელი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა

მსგავსი სტატიები

გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტორეპორტაჟი

გარემოს დაბინძურების ამსახველი ფოტორეპორტაჟი

29 ნოე 2017
კონგოში, მატარებლის გადავარდნას 33 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში, მატარებლის გადავარდნას 33 ადამიანი ემსხვერპლა

13 ნოე 2017
„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ“

„იმედს ვიტოვებ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ საინტერესო და ღირსეულ კანდიდატს მივიღებთ“

06 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge