„საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილეს იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე. კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა, რომელმაც კანონპროექტის მიღების მიზეზები და არსი განმარტა.
საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის საკითხებზე კომპეტენტურ უწყებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განისაზღვრა. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაცია მოიცავს საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების შექმნას. ასეთი გარანტიებია:
საერთაშორისო დაცვის მქონე პირების სოციალური დახმარებით ანდა ფულადი შემწეობით უზრუნველყოფა, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა, ქართული ენის სწავლება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მომზადება-გადამზადება და დასაქმება და სხვა საკითხები. იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა კენჭისყრით დაუჭირეს მხარი საკითხის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
კომენტარები