NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე“

„საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე“

29 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 469 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა.

„პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. ეს 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ტრადიციად იქცა და ეს არის სწორედ ქართველი ხალხის მონაპოვარი.

მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ჩვენს მოქალაქეებს აქტივობისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, მის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებმაც ეს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტების სრული დაცვით ჩაატარეს.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილი ამ არჩევნებზე. ბევრ მათგანთან მე პირადად მქონდა საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია. მისასალმებელია, რომ მათი დასკვნები პოზიტიურია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში არჩევნების სტანდარტის მაღალ ხარისხს.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხრეებს, ჩვენს აქტივისტებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდასაჭერად. თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის.

მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საზოგადოებრივი წესრიგი როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოებისგან მივიღეთ მკაფიო გზავნილი ჩვენს შეცდომებზე და იმაზე, თუ რა კონკრეტული მოლოდინები აქვს ჩვენს საზოგადოებას იმ კონკრეტულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ, აწუხებს მათ ოჯახებს. ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა, რომ ამავე დროს ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია უმოკლეს დროში. საზოგადოების ეს გზავნილი მიღებული და გააზრებულია.

შესაბამისად, მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის, ჩვენი იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო არ მიიღეს მონაწილეობა გუშინდელ არჩევნებში. მეორე ტურში, ყველა ჩვენ ერთად აღვნიშნავთ იმ ღირებულებებისა და ფასეულობის გამარჯვებას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით.

ჩვენი სამშობლოს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს მხოლოდ ქართველი ერი და ეს არჩევანი აუცილებლად იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, აღმშენებლობის, საზოგადოების კონსოლიდაციის, შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების, ისეთის, როგორიც ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, ისტორიას და მომავალს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

არჩევნები მამუკა ბახტაძე მეორე ტური პრემიერი ქართული ოცნება 2018-10-29
სოსო ელისაშვილი
Tags არჩევნები მამუკა ბახტაძე მეორე ტური პრემიერი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ელექტრომომარაგება 30 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება

შემდეგი სტატია

პრემიერი: მეორე ტურში უზრუნველვყოფთ ერთსულოვნებას, მათ შორის იმ მხარდამჭერებისას, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა

მსგავსი სტატიები

16 აპრილს ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

16 აპრილს ტაქსის მძღოლები მედიისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

16 აპრ 2019
ხათუნა ლაგაზიძე: ნატო-ს სამიტისგან, საქართველოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ გარღვევას არ ველი

ხათუნა ლაგაზიძე: ნატო-ს სამიტისგან, საქართველოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ გარღვევას არ ველი

07 ივლ 2018
„უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი“

„უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი“

16 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

    კახა ბენდუქიძე: იმ დღეს შეუქცევადად შემძაგდა საბჭოთა კავშირი

  • ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

    ოპოიციას აქვს ულტიმატუმი და არანაირი წინადადებათა პაკეტი ეს არ არის

  • კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

    კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მელიას საქმე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

  • თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

    თავდასხმა ვახო სანაიას ოჯახზე – ჟურნალისტი წყნეთის ქუჩაზე მომხდარის დეტალებს ჰყვება

  • არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

    არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია

  • თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

    თუ კახა კალაძეს აწუხებს ის, რაც მოხდა, თქვას, თუ არადა მოეშვას მიკიბ-მოკიბულ საუბარს

  • საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

    საუბრის დაწყება, პოლიტიკური დისკუსია, თუნდაც კომპრომისები აუცილებელია

  • დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

    დღევანდელი დღე გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია გაერთიანებული საქართველო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ

  • ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

    ოპოზიცია ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს

  • ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

    ვახო სანაიას გუშინ ღამით რამდენიმე პირი თავს დაესხა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge