NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან

29 ოქტ 2018 ახალი ამბები 746 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა სინგაპურის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივნის მოადგილესთან პიტერ ტან ჰაი ჩუანთან.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს სინგაპურსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე. ორივე მხრიდან აღნიშნა ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, მათ შორის სავაჭრო–ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მზადყოფნის შესახებ, რომ უმასპინძლოს სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. შეხვედრისას გიორგი შარვაშიძემ პიტერ ტან ჰაი ჩუანს აცნობა, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან და ორგანიზაცია ASEAN-თან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და სთხოვა სინგაპურის მხარდაჭერა, რომ საქართველომ განავითაროს ფორმალური თანამშრომლობა ASEAN-თან. ასევე გიორგი შარვაშიძემ სინგაპურის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განვითარებული მოვლენების, მიღწევების, განხორციელებული რეფორმების, საინვესტიციო გარემოს და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

პიტერ ტან ჰაი ჩუანმა აღნიშნა, რომ სინგაპური დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებით და მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას განავითაროს ურთიერთობები სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებთან. ასევე განაცხადა, რომ განსაკუთრებით სინგაპურის მხარეს აინტერესებს საქართველოში მიმდინარე ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და ამ კუთხით გეგმავს შესაძლებლობების შესწავლას. ორივე მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა სხვადასხვა მიმართულებებით ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ ფაზაში გადასაყვანად.

კომენტარები

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრები 2018-10-29
სოსო ელისაშვილი
Tags საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ციხის კადრებით მოსულმა ხელისუფლებამ გლდანის ციხეში არჩევნები წააგო“

შემდეგი სტატია

„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია“

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს

საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს

სოსო ელისაშვილი 28 მარ 2018
საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი: შპს „სტერეო +“-ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით

საქართველოს ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორი: შპს „სტერეო +“-ზე მიმდინარეობს მიზანმიმართული უკანონო ქმედება მისი ხელში ჩაგდების მიზნით

სოსო ელისაშვილი 20 მარ 2018

„ირაკლი ქორიძე სახალხო კრების წევრი ყოფილა“

02 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

  • გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

    გიგა ბოკერია: დასავლეთი პუტინის ბანაკში გვხედავს

  • თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

    თამარ ივერი: ფაქტია რომ ეს “თაღლით-შოუ”, მისი შედეგები და ევროვიზიაზე მომღერლის მათ მიერ გაგზავნის უფლება გაბათილებულად უნდა გამოცხადდეს

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge