NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქუცნაშვილი გამოვიდა მართალი და ბიძინა – მტყუანი“

„ქუცნაშვილი გამოვიდა მართალი და ბიძინა – მტყუანი“

29 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 411 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპრეზიდნეტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს.

„ამ არჩევნების პირველი ტურის მთავარი შედეგი: დადასტურდა, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია. აქამდე ამაში დარწმუნებული არ ვიყავით. ხელისუფლების ძალა კი (საქართველოში) ყველაზე მეტად მისი დაუმარცხებლობის ილუზიას ემყარება. არჩევნები ჯერ საბოლოოდ მოგებული არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ თავისი მხრიდან უკვე წააგო. ოპოზიცია თუ ახლა საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ეს მხოლოდ მისი უხეში შეცდომების ბრალი იქნება (იმედი მაქვს, ასე არ მოხდება).

მეორე: კიდევ ერთხელ დამარცხდა „მესამე ძალის“ ფეტიში, ანუ აზრი, რომ სანამ რაღაც „მესამე ძალა“ არ ჩამოყალიბდა, „ქართულ ოცნებას“ ძვრას ვერ უზამ. ნაციონალური მოძრაობიდან გამოსულმა სამმა კანდიდატმა ჯამში 50 პროცენტზე მეტი მიიღო. (ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს სამი ძალა რომ ერთად ყოფილიყო, ოპოზიციის კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებდა: ასე არ ხდება.) შეიქმნას, ბატონო, რაღაც რეალური „მესამე ძალა“, მივესალმები, მაგრამ ხუთი წელია არაფერი სულ ამაზეა ლაპარაკი და არაფერი გამოდის.

ხელისუფლების მხრიდან რომ შევხედოთ, მარცხის ერთ-ერთი შედეგია პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. მან სრულიად არაადექვატური კანდიდატი შეარჩია მისივე პარტიის სურვილების საწინააღმდეგოდ. ძალიან მიხარია, რომ ივანიშვილმა ეს სისულელე გააკეთა, მაგრამ მის მომხრეებს ამან წესით მისი, როგორც ლიდერის უნარების რწმენა უნდა შეერყეს. ქუცნაშვილი გამოვიდა მართალი და ბიძინა – მტყუანი.

რა თქმა უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი პირადი გამარჯვებაც: გრიგოლ ვაშაძე მისი კანდიდატია. დადასტურდა, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა არ შეცვლილა: თუ ხელისუფლებას წყალი შეუდგა, საპროტესტო ხმები ყველაზე რადიკალური ოპოზიციისკენ მიდის. „რუსთავი-2“-მა, თავის მხრივ, უდიდესი, ალბათ, გადამწყვეტი როლი შეასრულა.

ოპოზიციური პრეზიდენტის მოსვლა ჯერ არ არის ხელისუფლების შეცვლა: ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება. მათი მოგება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს სხვა არჩევნები იქნება. არა მგონია, ნაციონალურ მოძრაობას მათი მოგება მარტო შეეძლოს. დღეს მეორე ტურში ოპოზიციის თანამშრომლობა უნდა იყოს ერთგვარი სკოლა იმისთვის, როგორ ითანამშრომლებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში“, – წერს ნოდია.

კომენტარები

არჩევნები გია ნოდია ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება 2018-10-29
სოსო ელისაშვილი
Tags არჩევნები გია ნოდია ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

შემდეგი სტატია

„ციხის კადრებით მოსულმა ხელისუფლებამ გლდანის ციხეში არჩევნები წააგო“

მსგავსი სტატიები

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში

ირაკლი შალიკაშვილი 20 თებ 2020

Twenty Strategies to Make Your Site Trustworthy On your Visitors

07 ივნ 2018
ივლისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

ივლისში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

03 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

    ანდრია ჯაღმაიძე: ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს

  • გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

    გია ხუხაშვილი: …მე ამას ვეძახი ბედუკაძის ფენომენს

  • “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

    “აქედან მიაწვა ეს ხალხი, იქიდან ჟურნალისტები მოაწვნენ. შემოვარდნენ ჟუნალისტები და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ”

  • ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

    ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

  • ლილი ფოფხაძე – ჩემები

    ლილი ფოფხაძე – ჩემები

  • “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

    “ხვალიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი”

  • დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

    დაშავებულების შესახებ დასმული კითხვების პასუხად ჭყონდიდის მიტროპოლიტი “გალობს”

  • კალაძე:  ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

    კალაძე: ინფორმაცია, თითქოს ის „ოცნებას“ ვტოვებ არასწორია და …

  • მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

    მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებისა და მრევლის შეხვედრაზე რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა

  • “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

    “გამუდმებით ჩაჰყვირიან ყურში – “ყველაფერი მოსულა ბერა, ყველაფერი…””

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge