NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე – რომან გოცირიძეს: ტყუილებით ცოტათი გახვედით ფონს, მეორე ადგილით გადახვედით მეორე ტურში, თუმცა, წინ არის მეორე ტური და მოდით, დაველოდოთ მეორე ტურს

ირაკლი კობახიძე – რომან გოცირიძეს: ტყუილებით ცოტათი გახვედით ფონს, მეორე ადგილით გადახვედით მეორე ტურში, თუმცა, წინ არის მეორე ტური და მოდით, დაველოდოთ მეორე ტურს

29 ოქტ 2018 ახალი ამბები 888 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნუ მოერიდებით საგნობრივ დისკუსიას და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი, სიმართლე კი ეს არის -სიღარიბე 350 ათასით შემცირდა მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 800 ათასი დაგვრჩა და 0-მდე უნდა დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი. ეს იქნება ჩვენი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს გამოეხმაურა და სიღარიბის მაჩვენებელთან დაკავშირებით, სტატისტიკური მონაცემების მოყვანა სთხოვა.

„2012 წელს გაყალბდა ბოლოს არჩევნები და იმანაც არ გიშველათ, როგორც გახსოვთ. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, როგორც ეკონომისტთან, სიღარიბე რამდენი იყო 2012 წელს, რიცხვებში რომ გვითხრათ და რამდენია ახლა, რიცხვებში თუ გაქვთ ეს მონაცემები, სტატისტიკური ინფორმაცია. გეტყვით, რატომ გკითხეთ – გეტყვით, რა იყო მდგომარეობა 2012 წელს და რა არის ახლა სიღარიბის კუთხით. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა 1 მლნ 150 ათასი ადამიანი თქვენს დროს, 2012 წელს, ახლა მდგომარეობა არის 800 ათასი ადამიანი. ჩვენ მოვხერხეთ სიღარიბის შემცირება 350 ათასი ადამიანით, თუმცა, ეს, ბუნებრივია, არ არის საკმარისი და გვჭირდება რამდენიმე წელი იმისთვის, რომ ესეც 0-მდე შემცირდეს.

350 ათასი ადამიანით შევამცირეთ სიღარიბე მაშინ, როდესაც თქვენ, 9 წელიწადში, მხოლოდ და მხოლოდ 150 ათასი ადამიანით შეამცირეთ სიღარიბე. ეს არის მსოფლიო ბანკის სტატისტიკა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, 2012-2018 წლები მმართველ გუნდს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პრობლემებიდან ნაწილობრივ ამოსასვლელად დასჭირდა. „მსოფლიო ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2004-დან 2011 წლის ჩათვლით, სიღარიბე გაიზარდა საქართველოში. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. 2012 წელს იყო უკვე, ეს გარდამავალი პერიოდი იყო, ზრდა და ამან გამოიწვია პოზიტიური ბალანსი საბოლოო ჯამში, რაც შეეხება 2012-2018 წლებში, ეს წლები დაგვჭირდა ჩვენ იმისთვის, რომ თქვენს მიერ დატოვებული პრობლემებიდან ნაწილობრივ ამოვსულიყავით. 1 მლნ 150 ათასი შემცირდა 800 ათასამდე, თუმცა, ამით ჩვენ ბედნიერი და კმაყოფილი, ბუნებრივია, არ ვართ.

ჩვენი ამოცანაა, საბოლოოდ, არის ამ 800 ათასის დაყვანაც 0-მდე. ეს არის ჩვენი ამოცანა, თუმცა, 350 ათასით სიღარიბის შემცირება, თავისთავად, არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი. ეს არის ის, რაც თქვენ მოახერხეთ იმ პირობებში, როდესაც იყო ძალიან მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის მთელ რეგიონში და დღეს ვითარება როგორია რეგიონში, კარგად მოგეხსენებათ. საგნობრივ დისკუსიაში თქვენ ვერ შემოდიხართ, მაშინვე გადადიხართ მანიპულაციაზე 2014-თან შედარებით რა იყო და ასე შემდეგ. ნუ მოერიდებით საგნობრივ დისკუსიას და სიმართლეს გაუსწორეთ თვალი. სიმართლე კი ეს არის – 350 ათასით შემცირდა მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 800 ათასი დაგვრჩა და 0-მდე უნდა დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი. ეს იქნება ჩვენი ამოცანა მომდევნო წლების განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შემცირდა სიღარიბე 350 ათასით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „დღეს თქვით ორი ციფრი და ორივე ტყუილი – ერთი მილიონ 200, მეორე – 63. ორივე ტყუილი იყო. ასეთი ტყუილებით ცოტათი გახვედით ფონს, მეორე ადგილით გადახვედით მეორე ტურში, თუმცა, წინ არის მეორე ტური და მოდით, დაველოდოთ მეორე ტურს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2018-10-29
სოსო ელისაშვილი
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დავით ბაქრაძე: გამოჩნდა, რომ ამომრჩევლისთვის მიუღებელია მთავარსარდალი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას

შემდეგი სტატია

BBC თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს

მსგავსი სტატიები

ნათია მეზვრიშვილი: „საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას”

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი მიულო

სოსო ელისაშვილი 08 მარ 2018

კრიმინალურმა ავტორიტეტმა საპყრობილე დატოვა

16 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge