NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

“ძლიერთა თამაშებიდან” ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

29 ოქტ 2018 ახალი ამბები 304 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს. ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს, ავსტრალიაში, ქ. სიდნეიში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს და მჯდომარე ფრენბურთში ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა.

ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა. დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 მ დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე. წელს „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. „ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გაიმართა. პარატურნირი გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით უკვე მეოთხეჯერ გაიმართა. ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა საქართველოს სახელი პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში წარმოაჩინეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში და გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში იასპარეზეს.

კომენტარები

ჯარისკაცები 2018-10-29
სოსო ელისაშვილი
Tags ჯარისკაცები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„საზოგადოებისგან მკაცრი გაფრთხილება და გზავნილი მიღებულია“

შემდეგი სტატია

„ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია“

მსგავსი სტატიები

რუსეთის ელჩი სუდანში მირგაიას შირინსკი საკუთარ რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს

24 აგვ 2017
დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

ირაკლი შალიკაშვილი 24 მაი 2019

ამერიკელი სამართალდამცავები ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელს უსმენდნენ

19 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

  • ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

    ზუსტად თუ დავითვლით, სადღაც მე-16 განცხადებაა, როცა სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს

  • ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

    ოპოზიცია რომ გამოჩნდება ხოლმე მიტინგებზე, ის მიტინგები საქართველოში იშლება

  • აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

    აქამდე რასაც ამბობდა არ აკეთებდა, სააკაშვილი ჩამოვა თუ არა მესამეხარისხოვანი საკითხია

  • “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

    “უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება”

  • ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

    ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით

  • “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

    “ქართულ ოცნებაში” პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფენ და არჩევნების გაყალბების დამტკიცებას ითხოვენ

  • ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

    ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

  • ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

    ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge