ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია, -ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, საჭიროა ამ ყველაფრის გააზრება და ამაზე პასუხის გაცემა.
„პირველი, რაც 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა არის, რომ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება და ჩვენთვის მთავარი კონსტიტუციური მონაპოვარი არის ყველაზე ღირებული და გასაფრთხილებელი – ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა დაიცვას მოქალაქის კონსტიტუციური უფლება და არ გააყალბოს არჩევნები. დემოკრატიულ არჩევნებთან და საარჩევნო უფლების დაცვასთან ერთად, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, რომ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერს, რომელიც არჩევნებზე არ მოვიდა, აქვს გარკვეული სამდურავი, წუხილი თუ პრეტენზია. ეს ის გზავნილია, რომელსაც აუცილებლად მიეცემა მსვლელობა. საჭიროა ამის გააზრება და საჭიროა ამაზე პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
კომენტარები