საქართველოში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნები უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა შეაფასა. დეპუტატის განცხადებით, არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა.
„ფაქტია, რომ მეორე ტური გვექნება. ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, სალომე ზურაბიშვილი არის პირველ ადგილზე. ერთი რამე შემიძლია ვთქვა, არჩევნების შედეგები იქნება ისეთი, როგორც ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა“,-განაცხადა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ ხმების 99 %-ის დათვლის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს 38,66 %-იანი, გრიგოლ ვაშაძეს კი – 37,7 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
არჩევნების მეორე ტური კანონმდებლობის თანახმად, შედეგების დაჯამებიდან ორი კვირის განმავლობაში, კვირა დღეს ტარდება.
კომენტარები