ინგლისის პრემიერლიგის კლუბის „ლესტერის“ საშინაო სტადიონთან „კინგ პაუერთან“ ინციდენტი მოხდა. „ლესტერისა“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის შემდეგ ვერტმფრენმა, რომელიც „ლესტერის“ პრეზიდენტ ვიშაი შრივადანაპრაბჰას ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა.
როგორც BBC წერს, ვიშაი შრივადანაპრაბჰა კატასტროფის დროს ვერტმფრენში იმყოფებოდა. ამის შესახებ მისმა ოჯახის წევრებმა დაადასტურეს ინფორმაცია.
ასევე, თვითმხილველების თქმით, ჩამოვარდნილი ვერტმფრენის შუშის ჩამტვრევას რამდენიმე ფეხბურთელი ცდლობდა, თუმცა ამაოდ.
შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ.
კომენტარები