ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაციამ 94 საჩივარი და 40 შენიშვნა დაწერა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზების და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები. სულხან სალაძე ამბობს, რომ დაფიქსირდა სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენციაც.
საია ამომრჩევების მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზეც საუბრობს, რომელიც სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
კომენტარები