NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

28 ოქტ 2018 ახალი ამბები 328 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ხმა ვაკის მე-2 ოლქის №16 საარჩევნო უბანზე მისცა. მინისტრის განმარტებით, მან ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს, დემოკრატიულ განვითარებასა და სტაბილურობას მისცა.

მან ხაზი გაუსვა პრეზიდენტის პირდაპირი წესით ბოლო არჩევნების დემოკრატიულ და გამჭირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. „ჩვენ ყველა პირობა შევქმენით გამჭირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, ჩვენი უწყების მიერ მოპატიჟებული არიან ქვეყანაში უპრეცედენტოდ მაღალი დონის საერთაშორისო დამკვირვებლები და მისიები, მათ შორის უმთავრესი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ეუთო, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭო, აგრეთვე სხვადასხვა საერთაშორისო და საპარლამენტო დელეგაციები.”

დავით ზალკალიანი დარწმუნებულია რომ მიმდინარე არჩევნებსაც ისეთი დადებითი და მაღალი შეფასებები ექნება, როგორიც წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა დაიმსახურეს. „აქვე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს 39 ქვეყანაში გახსნილია 56 საარჩევნო უბანი და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან საკონსულო აღრიცხვაზე საშუალება აქვთ გააკეთონ თავისი არჩევანი” – განაცხადა მედიასთან კომენტარისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

დავით უსუფაშვილი 2018-10-28
სოსო ელისაშვილი
Tags დავით უსუფაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ადამიანის უფლებათა ცენტრი: საარჩევნო უბნებთან „ქართული ოცნების“ აგიტატორები აქტიურობენ

შემდეგი სტატია

„კომისიის თავმჯდომარემ და სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა უბნის გარეთ გაიყვანეს ჩვენი დამკვირვებელი, სთხოვეს თვალი დაეხუჭა ამ ფაქტზე “

მსგავსი სტატიები

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა”

„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა”

16 აპრ 2018
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცედურები დაასრულეს

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცედურები დაასრულეს

02 აპრ 2018

თარგამაძე მელიაზე: მისგან აბა რა უნდა მწყინდეს

04 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ბებო

    ბებო

  • გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

    გლდანის რაიონში სროლის ხმა ისმოდა

  • “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

    “… და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ”

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge