მარნეულში, სოფელ იმირში „ქართული ოცნებისა“ და გაერთიანული ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დადგინდა, რომ გაერთიანული ოპოზიციის წევრი ფ.კ.-სა და პარტია „ქართული ოცნების“ წევრს ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, ამიტომ ორივე მხარის წარმომადგენელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ში შევიდა შეტყობინება მარნეულის რაიონის სოფელ იმირიდან 59-ე საარჩევნო უბანში კომისიის წევრის ცემასთან დაკავშირებით. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე.
დადგინდა, რომ ფ.კ.-ს და ხ. ჰ.-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვის მიზნით საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები გამოცხადდნენ. პოლიციის არაერთი მოთხოვის მიუხედავად დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი – არ დაემორჩილნენ, რის გამოც ორივე მხარის წარმომადგენელი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით”, – აცხადებენ შს სამინისტროში.
კომენტარები