NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს

ირაკლი კობახიძე: ხმა მივეცი დღეს დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს

28 ოქტ 2018 ახალი ამბები 361 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ხმა მივეცი დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას, ნათელ მომავალს. ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში, საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, ვაკის ოლქის 53-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. კითხვაზე – მოსალოდნელია თუ არა მეორე ტური, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალია ალბათბაა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს. „ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარ შედეგებზე, კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა იმისა, რომ დღესვე დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა არის ასევე ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი არის დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამომრჩევლის აქტიურობაზე. ასეთია დღევანდელი სურათი”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ ეს არის დემოკრატია. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ ყოველ მეორე ხმას რეგულარულად არჩევნებში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ 49%-ი, თვითმმართველობის არჩევნებში 54%-ი, რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სისტემაში, როდესაც იღებს მმართველი პარტია, მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ყოველ მეორე ხმას ამომრჩევლისგან და ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე შედეგს ველოდებით. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შეიძლება შედგეს მეორე ტური, თუმცა, ასევე, მაღალია იმის ალბათობა, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე 2018-10-28
სოსო ელისაშვილი
Tags ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ISFED: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და დაუბრკოლებლად დაკვირვების საშუალება მიეცათ

შემდეგი სტატია

ვაშინგტონში ქართული ფილმის ფესტივალი გაიმართება

მსგავსი სტატიები

„საქართველო ინოვაციური ქვეყანაა„

„საქართველო ინოვაციური ქვეყანაა„

29 ნოე 2017

17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 38.6 % შეადგინა

სოსო ელისაშვილი 28 ოქტ 2018
წიკლაური: წარმოდგენილ ფირებზე დაყრდნობით ტერორიზმთან კავშირზე საუბარი შეუძლებელია

წიკლაური: წარმოდგენილ ფირებზე დაყრდნობით ტერორიზმთან კავშირზე საუბარი შეუძლებელია

04 იან 2018

უახლესი ამბები

  • 500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

    500 ათასი დოლარი ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დაკავებისათვის

  • დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

    დავით ყაზარაშვილი: როდესაც ბრალდებულები აცხადებენ იმას, რომ თვალით არ უნახავთ გიორგი შაქარაშვილი, აქვე ცრუობენ

  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

    მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: გუშინ ვითომ გახარებული სახეებით, რომ გამოვიდნენ …

  • გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

    გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

  • ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

    ცვლილებები საარჩევნო კოდექსს კიდევ უფრო დემოკრატიულს გახდის

  • ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

    ბატონმა მიშელმა გვითხრა, რომ თქვენი ქვეყანა შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ მძიმე ვითარებაში, უკან მოსახედი გზა არ გქონდეთო

  • ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

    ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება

  • როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

    როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

  • პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

    პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის

  • ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

    ღარიბაშვილის და უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებებმა დაგვანახა, რომ ისინი მოლაპარაკებების პროცესში სანდო არ არიან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge