NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„გადაცემის ბოლომდე ველოდებოდი, რომ გაკეთდებოდა კომენტარი, მაგრამ არ გაკეთდა“

„გადაცემის ბოლომდე ველოდებოდი, რომ გაკეთდებოდა კომენტარი, მაგრამ არ გაკეთდა“

28 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1035 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ექსპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე გუშინ გასულ სიუჟეტზე კომენტარი გააკეთა, რომელიც მის სახლს შეეხებოდა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ არ ჟურნალისტის მიერ არ იქნა მისგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. მისივე თქმით, მისმა წარმომადგენელმა ტელეკომპანიას მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„სამწუხაროა, რომ არ იქნა ჩემგან ინფორმაცია გამოთხოვილი ან გადამოწმებული. ჟურნალისტმა იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ 2016 წლის საჯარო რეესტრის ჩანაწერით. არადა, ცოტა მეტად რომ მოეკვლია, მინიმუმ მაინც უნდა ენახა ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 2012 წლიდან ივსება და 2012 წელსვე მაქვს აღნიშნული, რომ იქ იყო არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ სახლიც. მინიშნებულია, რომ 250 კვადრატული მეტრი იყო ეს სახლი. ამ 2016 წლის ჩანაწერში მხოლოდ და მხოლოდ იყო ბოლო შესწორება, სადაც ეწერა, რომ იყო საფუძველი – კონკრეტული ბრძანება დუშეთის რაიონის საკრებულოსი, რომელიც არის 2013 წლის 14 მაისის ბრძანება.

მოკლედ ვიტყვი, რომ მიწის ნაკვეთი, აშენებული ერთი სართულით, შევიძინე 2007 წლის 6 აგვისტოს. ეს იყო დარეგისტრირებული როგორც მიწის ნაკვეთი, სახლი არ იყო დარეგისტრირებული. როგორც კი დავაშენე, და პრინციპში 2010 წელს უკვე დამთავრებული მქონდა, დავიწყე ლეგალიზაციის პროცესი. 2013 წელს, მინისტრად დანიშვნიდან 3 თვის თავზე, დასრულებული იყო აზომვითი ნახაზი და მაისში გამოცემული იქნა საკრებულოს შესაბამისი ბრძანება.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი რეპუტაცია. პატიოსნად ვიმსახურე, სადაც ვიმსახურე. სამწუხაროდ, პოლიტიკამ გადასანსლა ყველაფერი საქართველოში და არ დატოვა არცერთი ამოსუნთქვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო პოლიტიკური რეპორტაჟი. მაინც სადღაც ვიტოვებ იმედს, რომ გაკეთდება შესაბამისი კომენტარები, თუნდაც წამყვანის, ხელმძღვანელის და ჟურნალისტის მიერ. თუმცა, ჩემმა წარმომადგენელმა დარეკა, ეს ინფორმაცია აცნობა და გადაცემის ბოლომდე ველოდებოდი, რომ გაკეთდებოდა კომენტარი, მაგრამ არ გაკეთდა. შემდეგ, ვებგვერდზეც კი დაიდო ზუსტად ის ვერსია, რა ვერსიაც გავიდა ტელევიზიით. ამიტომ, იმედი ნაკლები მაქვს, მაგრამ ადამიანი იმედით ცოცხლობს.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე იყოს გარკვეული და მოსახლეობამ იცოდეს, რომ მათი პრემიერმინისტრი პრემიერმინისტრობის პერიოდში არ გამდიდრებულა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/1821045688008486/

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2 2018-10-28
სოსო ელისაშვილი
Tags გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

შემდეგი სტატია

„მე მივეცი ხმა პრეზიდენტობის კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, რომ იყოს ყველას პრეზიდენტი“

მსგავსი სტატიები

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

24 აგვ 2018
ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

ზაზა პაპუაშვილი: ეს სადავე საზოგადოებამ უნდა აიღოს ხელში

ნინო ჩხეიძე 30 მარ 2023

„„კარგად ორგანიზებული საარჩევნო პროცესი საბჭოთა კავშირში რომ იყო, იმას ვერ მიედრებით“

31 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge