NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს“

„დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს“

28 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 915 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში მორიგი ბრიფინგი გამართა.

„მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, რამდენიმე შემთხვევაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

1) ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობის და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც.

მოგვიანებით აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს.

2) ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.

3) როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს – მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძლებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.

4) ვრცელდება ინფორმაცია და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.

5) ასევე მინდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციებს გამოვეხმაურო. დღეს, განსაკუთრებით ბევრია ასეთი ინფორმაციები, ეგრედწოდებული ,,ფეიქ ნიუსები“ და გავხდით იძულებულები ამაზეც გვეთქვა, თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სხვადასხვა განცხადებები აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ა.შ. რაც არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი ალბათ გასაგებია ყველასთვის.

როგორც ხედავთ ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას. ვიმედოვნებთ, რომ დამკვირვებლები სათანადო რეაგირებას მოახდენენ ზემოთ ხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ  მაქსიმალური იაქტიურონ. მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას იაქტიურონ.

ბოლოს, მივიღე ინფორმაცია რომ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჩვენს ბრიფინგს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. მათ ვურჩევ რომ წაიკითხონ 61-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა მონაწილე, ყველა წევრი საარჩევნო უბანზე კომისიისა ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ეს არ არის მათი უფლება, ეს არის ვალდებულება და ეს მათ არ გააკეთეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ნორმების დაცვით. ამასთან დაკავშირებით სხვაგვარი განცხადებები იძლევა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას.

დარწმუნებულნი ვართ ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება 2018-10-28
სოსო ელისაშვილი
Tags მამუკა მდინარაძე ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება

შემდეგი სტატია

„რადგან სხვა კანდიდატებმა უკვე მისცეს ხმა გაბრწყინებულ იბერიას, ნათელ მომავალსა და უღრუბლო ცას, მე შემოვხაზე საკუთარი თავი“

მსგავსი სტატიები

ეკა ბესელია: „ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით”

ეკა ბესელია: „ნარკოპოლიტიკის რეფორმის პროცესში ჩვენ რამდენიმე პრინციპულ და კონცეპტუალურ საკითხს ვეხებით”

15 მაი 2018
ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ – მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს

ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ – მოვუწოდებ მოქალაქეებს, მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციონერ კანდიდატებს

ირაკლი შალიკაშვილი 06 ოქტ 2021
აქციის მიზანი თუ არის დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა ვიცეკვოთ და გინდა ვიმღეროთ

აქციის მიზანი თუ არის დავანახოთ, რომ ბევრს გვინდა ევროპაში, მაშინ ეს უნდა გავაკეთოთ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ გადაწყვეტილება მიიღეს, მერე გინდა შევიკრიბოთ, გინდა ვიცეკვოთ და გინდა ვიმღეროთ

ირაკლი შალიკაშვილი 15 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge