პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
28 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 996 ნახვები
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ყოფილი პრემიერმინისტრი მთაწმინდის ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
ივანიშვილის განცხადებით, ხმა საქართველოს ევროპულ არჩევანს მისცა.
„ხმა მივეცი საქართველოს ევროპულ არჩევანს. ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა, ძალადობასა და უკულტურობაზე. ჩვენს სწორ გზას მოვძებნით ევროპა და კულტურა -ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რაც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავს და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდები, რომელიც განვითარებული ევროპაა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარები