NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ადამიანის უფლებათა ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

28 ოქტ 2018 ახალი ამბები 730 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან. ცენტრის 25 მონიტორი მუშაობს საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

სტატიკური დამკვირვებლების გარდა, მონიტორინგი ხორციელდება მობილური ჯგუფების დახმარებით, რომლებშიც გაერთიანებული არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის humanrights.ge-ს ჟურნალისტები და ოპერატორები. საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტგაზეთში – www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს. 14:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობისას დაარეგისტრირებული აქვთ 1 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის საჩივარი ეხება მარნეულის 22-ე ოლქში, თაზაკენდის მე-13 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, სადაც ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი. დარღვევაზე დამკვირვებლის მითითების შემდეგ ამომრჩეველი უბნიდან გაიქცა და აღარ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რეგისტრატორმა კი უარი განაცხადა, ხელმოწერის გასწვრივ გაეკეთებინა აღნიშვნა, რომ ხელმოწერა არაუფლებამოსილ პირს ეკუთვნოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების ინფორმაციით, ხშირად საარჩევნო კომისიების მუშაობაში არის ისეთი დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც კომისია დამკვირვებელთა შენიშვნების შემდგომ ასწორებს. ამ დროისთვის ორგანიზაციის მონიტორების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემად კვლავ რჩება საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია.

მათი მხრიდან პროცედურული დარღვევების უმრავლესობა გამოწვეულია არა იმდენად არჩევნების გაყალბების მცდელობით, არამედ არაკვალიფიციურობით და საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნით. ეს პრობლემები განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვლინდება, სადაც კომისიის წევრთა არაკომპეტენტურობის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა და ზოგჯერ – კონფლიქტებიც. საქართველოში ჩატარებული წინა რამდენიმე არჩევნების მსგავსად, კვლავ შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება საარჩევნო უბნებთან პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. „ამომრჩეველთა მთვლელები“ ყოველ არჩევნებზე მივლინებულნი არიან საარჩევნო უბნებზე და ამოწმებენ წინასაარჩევნო პერიოდში მონიშნული მხარდამჭერების აქტიურობას, ითვლიან ვინ მივიდა და ვინ არა, არჩევნებზე.

ისინი ასევე ესაუბრებიან საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს და ზოგჯერ ამ საუბარს პირდაპირი აგიტაციის ფორმა აქვს. ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციების რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, ეს პრობლემა მოგვარდეს საარჩევნო კანონმდებლობით. დღეისათვის საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების/აგიტატორების ყოფნას, რაც ყოველ არჩევნებზე ხელს უშლის ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვას და ამავდროულად, იწვევს კონფლიქტებს.

კომენტარები

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018-10-28
სოსო ელისაშვილი
Tags ადამიანის უფლებათა ცენტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარნეულში, სოფელ იმირში 59-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

შემდეგი სტატია

ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სტატიები

ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც პუტინი ესწრებოდა

18 დეკ 2018
მიხელ სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

მიხელ სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

News 18 მარ 2019
“დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“

“დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ ახლახან გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღტაცებით აიტაცეს

    ლევან კბილაშვილის ბოლო შესრულება, რომელიც „აკუსტიკამ“ ახლახან გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელებში აღტაცებით აიტაცეს

  • დოკუმენტური ფილმის  „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

    დოკუმენტური ფილმის „დინი ვირსალაძე სერგო ფარაჯანოვზე“ პრემიერა 9 ივლისს ჯაზ-კაფე „კონკაში“ გაიმართება

  • ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

    ნიკოლ კიდმანი დემნა გვასალიას შოუზე (ვიდეო)

  • ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

    ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესებს შესაძლოა, ევროკავშირის წარმომადგენლები დააკვირდნენ

  • ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

    ოპოზიციის დიდი ნაწილის უბრალოდ არ მესმის – იმის ნაცვლად, რომ იმ დავალების შესრულებაზე ვფოკუსირდეთ, რაც მოცემული გვაქვს, აბსოლუტურად უშინაარსო თემებზე ვსაუბრობთ

  • შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

    შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია

  • დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

    დავით უსუფაშვილი – ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული – დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ – დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

  • დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

    დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად – მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

  • ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

    ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ბიძინა ივანიშვილს, ამ ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს არაერთი პირი, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან – ეს არის სურათი, დანარჩენს დააზუსტებს სამუშაო ჯგუფი

  • დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

    დიალოგისთვის მზად ვართ, არცერთ კონსულტაციას არ გავურბივართ – ოპოზიცია ხელისუფლების წინაშე წარადგენს კონკრეტულ წინადადებებს, რაც მოტივირებული იქნება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge