საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქალიშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ანა მარგველაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მივიდნენ არჩევნებზე. მისი თქმით, ეს არჩევნები ყველაზე არააქტიური და ყველაზე დაბალი აქტივობაა.
„ეს არჩევნები არის ყველაზე არააქტიური და ყველაზე გახლეჩილი. ასეთი რაღაც არ მახსოვს, რომ არცერთ ჩემ ნაცნობს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის აძლევს ხმას. ჩემი ნაცნობებიდან თითქმის არავინ არ მიდის არჩევნებზე და მინდა ვთხოვო ყველას, რომ არჩევნებზე მისვლა არ ტეხავს, თქვენი ხმა მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს და იქნება რაღაცნაირად მოვიდეთ არჩევნებზე. ძალიან გული მწყდება, რომ ძალიან დაბალი აქტივობაა და ყველას ხელი აქვს ჩაქნეული“,-განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
კომენტარები