NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენლებს შეხვდა

დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენლებს შეხვდა

27 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრმა ფონდის დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თავლსაზრისით მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„გერმანიის მარშალის ფონდს მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია ქართულ მხარესთან, როგორც თქვენ მთავრობასთან ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა სახის უცხოურ დელეგაციებს ეწვიონ და გაეცნონ თქვენს ქვეყანას ისევე, როგორც ქართულ დელეგაციებს განახორციელონ საქმიანი და ოფიციალური ვიზიტები ვაშინგტონში. ვთანამშრომლობთ ასევე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან ევროპის ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი, პარიზი და ბრიუსელში, რითაც ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს ტრანსფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვეხმარებით ქვეყანას თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებაში, რითაც ვცდილობთ დაგეხმაროთ თქვენი უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფაში” – განაცხადა შეხვედრის შემდეგ GM- ის წარმომადგენელმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონათან კატცმა.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გამართა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.

შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა (BSТ) აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) მიერ შექმნილი ინიციატივაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას ემსახურება. ინიციატივის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის დარეგიონის ქვეყნების საჯარო, კერძოდა არასამთავრობო სექტორებს შორის კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით.

კომენტარები

აშშ დავით ზალკალიანი მარშალის გერმანული ფონდი 2018-10-27
სოსო ელისაშვილი
Tags აშშ დავით ზალკალიანი მარშალის გერმანული ფონდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გია ყანჩელი: ხელოვნებამ სამყაროს შეცვლა ვერ შეძლო (ვიდეო)

შემდეგი სტატია

„მინდა კითხვით მივმართო გრიგოლ ვაშაძეს, დაუჭერს თუ არა მხარს მეორე ტურში დავით ბაქრაძეს“

მსგავსი სტატიები

გაზრდილი კრიმინალი – “ევროპული საქართველო” სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

გაზრდილი კრიმინალი – “ევროპული საქართველო” სისხლის სამართლის ახალი პოლიტიკის შემუშავებას ითხოვს

09 მარ 2019

„ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად“

06 აპრ 2018
შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ხაშურში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

04 მაი 2018

უახლესი ამბები

  • თინა ხი­და­შე­ლი:  ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

    თინა ხი­და­შე­ლი: ჟანგბა­დი უბ­რა­ლოდ არ არის. არ ვიცი სა­ი­დან მოვა

  • “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

    “მე არავის ვუპირისპირდები ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ. ვისაც არ აქვს იმის უნარი, რომ თავი შეიკავოს, ის მგონი საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში”

  • ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

    ამირან გამყრელიძე: თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია

  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს 28 თებერვალს ეწვევა

  •  მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

     მამუკა ხაზარაძე რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას კატეგორიულად ემიჯნება

  • ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

    ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

  • პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

    პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

    ზუგდიდში “ოქროს ბირჟის” სავარაუდო თავდამსხმელი ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა

  • აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

    აქციის მონაწილეებმა ქუთაისიდან ჩამოტანილი კარვები რუსთაველის გამზირზე გაშალეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge