NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ამ არჩევნებით „ოცნების“ გაყოფა დაიწყება და „ნაცმოძრაობის“ – დასრულდება“

„ამ არჩევნებით „ოცნების“ გაყოფა დაიწყება და „ნაცმოძრაობის“ – დასრულდება“

27 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 405 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „შენების მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„საარჩევნო ხმა ერთი დღით ცოცხლობს და არ გაცემით იგი უკვალოდ იკარგება. ნაძალადევად მიცემული ხმაც იკარგება. ნაყიდი ხმაც იკარგება. მხოლოდ გულისა და გონების კარნახით მიცემული ხმა არ იკარგება, რადგან იგი ასეთივე ხმებს შეერევა და თანამოაზრეებს გააძლიერებს.

მე ჩემთვის არ ვითხოვ ხმებს, რადგან ჩემი არავის არაფერი მართებს. მე ვთხოვ ყველა ამომრჩეველს, ხმა მომცეს არა მე, არამედ საკუთარ შეხედულებებს, რომლებიც ჩემსას ემთხვევა. ვთხოვ ყველას, ხმა მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ ადგილს საზოგადოებაში.

მე საარჩევნო მოწყალების მისაღებად არ მაქვს ხელი გაწვდილი, მე ხელს პარტნიორული შეთანხმების გასაფორმებლად ვუწვდი თანამოქალაქეებს. საპასუხოდ გამოწვდილი ხელების რაოდენობა, ვინაობა და რაობა განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების წარმატებას.

ნუ დავიკარგებით, ნუ ჩავიკარგებით, ნუ განვიკარგებით – ხვალ ჩვენი თავი ჩვენადვე ვიყუდნოთ და ჩვენი ხმა რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ერთმანეთს.

ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. ამ არჩევნებით ოცნების გაყოფა დაიწყება და ნაცმოძრაობის გაყოფა დასრულდება. საპრეზიდენტო არჩევნების ფინიშით საპარლამენტო არჩევნების სასტარტო პოზიციები გაირკვევა.

ამიტომ, ხმის მიცემისას ვიფიქროთ პრეზიდენტზე და გვახსოვდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელითაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ჩვენ ამჯერად მანკიერი სისტემა უნდა შევცვალოთ და არა ამ სისტემაში მყოფი ადამიანები“, – აცხადებს უსუფაშვილი.

კომენტარები

არჩევნები დავით უსუფაშვილი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება შენების მოძრაობა 2018-10-27
სოსო ელისაშვილი
Tags არჩევნები დავით უსუფაშვილი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნება შენების მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„დათანხმდნენ მას, რომ გარკვეული თანხის შეტანის შემდეგ ამუშავებულიყო ფაბრიკა“

შემდეგი სტატია

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი Australian Geographic დაჯილდოების ცერემონიაზე (ფოტოები)

მსგავსი სტატიები

დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით – არასამთავრობოები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სესიაშვილის ინიციატივაზე საუბრობენ

დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით – არასამთავრობოები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სესიაშვილის ინიციატივაზე საუბრობენ

News 18 მარ 2019
კორონავირუსით დაავადებული ბავშვები უფრო გადამდებნი არიან ვიდრე მოზრდილები

კორონავირუსით დაავადებული ბავშვები უფრო გადამდებნი არიან ვიდრე მოზრდილები

მაია ბარძიმაშვილი 23 აპრ 2020

კობახიძე: ჩვენ ძალიან დაუხვეწავი დოკუმენტი შევცვალეთ ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით

13 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge