26 ოქტომბერს, 16:00 საათზე, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეებს შეხვდება და ნოემბერში გასამართ მნიშვნელოვან ტესტ მატჩებში წარმატებას უსურვებს.
ნაკრების მოთამაშეებთან და მწვრთნელებთან შეხვედრას დაესწრებიან – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში 3 ტესტ მატჩს გამართავს. 10 ნოემბერს ჩვენი გუნდი ფლორენციაში, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 17 ნოემბერს „ავჭალის“ სტადიონზე სამოას უმასპინძლებს, ხოლო 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგას.
კომენტარები