„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ საიტზე გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება, რომელშიც სავარაუდოდ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თემურ ალასანია საუბრობენ.
„იმ ჩანაწერების, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, მე არ მჯერა სანამ ავთენტურობა არ დამტკიცდება. თუმცა, არაფერი არ მიკვირს, არ მიკვრის ჩემდამი დამოკიდებულება – ნახეთ გვარმიას გამონათქვამები კვესიტაძესთან ერთად, რა სიტყვებს ხმარობს ჩემზე. ამაზე რომ არიან წამსვლელები ეჭვს არ იწვევს. უკაცრავად და საზოგადოებას ვეტყვი, რომ მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. ასე იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია რაზეც გვარამია ოცნებობს. საკუთარ თავს უკეთებენ ეს უბედურებენ ამას ყველაფერს.
მგლის ხორასავით ერთად რომ იყვნენ, მთელი სახელმწიფო ბერკეტი და ინსტრუმენტები რომ ჰქონდათ, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს, მაშინ აუპატიურებდნენ, მაშინ კლავდნენ, მაშინ ჩადიოდნენ ყველაფერს. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. ეგრე სად არის, არც იფიქროთ გულშიც არ გაივლოთ“, – აცხადებს ივანიშვილი.
კომენტარები