ბატონი ზაზა ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსთაველზე, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზაზა სარალიძის შესახებ განაცხადა. მანამდე კი ჟურნალისტმა ვახო ხუზმიაშვილმა ბიძინა ივანიშვილს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„მე არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა თბილსში, მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ მთელი საქართველო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსთაველზე, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ეს არის ახალი ხელისუფლების ხელწერა. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ზეწოლა ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, დაველოდოთ, არ დასრულებულა სასამართლო, ვაცადოთ სასამართლოს მუშობა.
ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი და იმის შემდგომ მკვლელებს ხელს აფარებდა წლობის განმავლობაში. შეიძლება ეს თემა იმას შევადაროთ? კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან“, ის ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი იყო, შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? რათ უნდა ის კარავი რომ ააგო იქ.
სამდღიანი მიტინგი ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ გადადეს. რატომ გადადო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შემთხვევით გამოაცხადეს? იმიტომ, რომ კარგად იმუშავეს სამართალდამცველებმა. ზაზა სარალიძე უკაცრავად, მაგრამ პირველი ნომერი იყო იმ მსხვერპლში, რასაც ეგენი გეგმავდნენ და წარმოიდგინეთ, რა ტრაგედია დატრიალდებოდა. რატომ გეგმავდნენე სამდღიან მიტინგს, შემთხვევით დაგეგმეს? სამართალდამცველებმა მოახერხეს იქ რაღაც პრევენცია გაუკეთეს და გადაიდო პროცესი“,-განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარები