NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი გახარიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უმასპინძლა

გიორგი გახარიამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონს უმასპინძლა

26 ოქტ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 343 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს უმასპინძლეს. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მხარეებმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონალური საფრთხეები და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

განხილვის თემას, ასევე, წარმოადგენდა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა. ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას. მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში, სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნის საკითხიც განიხილეს.

ჯონ ბოლტონის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის ურყევ მხარდაჭერას. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ქვეყნისთვის კვლავაც უმნიშვნელოვანეს დასაყრდენად რჩება ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

კომენტარები

აშშ გიორგი გახარია შსს ჯონ ბოლტონი 2018-10-26
სოსო ელისაშვილი
Tags აშშ გიორგი გახარია შსს ჯონ ბოლტონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პირველი არხი: არსებული ინფორმაციით, ცხრა წლის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

შემდეგი სტატია

შსს: ცხრა წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია

მსგავსი სტატიები

კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირიდან 5 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა

კორონავირუსით ინფიცირებული 8 პირიდან 5 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჩატარებულმა ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2020

თბილისის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანსა და კერძო არქიტექტორს პატიმრობა შეეფარდათ

01 სექ 2017
სერგო რატიანი:  ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი

სერგო რატიანი: ხელისუფლებას მოკავშირედ გვერდით უდგას კრიმინალი

ნინო ჩხეიძე 27 ოქტ 2020

უახლესი ამბები

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

  • გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

    გაუგებარია, რატომ გადაიფიქრა გიორგი ვაშაძემ შეხვედრა ორ დღეში, იაგო ხვიჩიას აქვს ვერსია, რომ შეიძლება, შანტაჟს აქვს ადგილი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენელებს კომპრომატები აქვთ მის წინააღმდეგ

  • ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

    ალექსანდე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

  • ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

    ლუკა კურტანიძე: ზუსტად მერვე დღეს ვაკეთებ ამ განცხადებას, რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან!

  • “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

    “გირჩისა” და “მოქალაქეების” მიერ დაწყებულ კონსულტაციებს ოპოზიციის ნაწილი მთავარი საკითხიდან აქცენტების გადატანად აფასებს

  • დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

    დეკანოზი ილია: ეს ვირუსი, რომლითაც ბევრი გარდაიცვალა …

  • ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

    ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია

  • 110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

    110 ახალი ინფიცირებული, 1643 განკურნებული და 25 გარდაცვლილი – COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

  • გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

    გიორგი გაბუნია: …მაგრამ მათ შორის არ იყო ერთი პატარა თაიგულიც კი, რომელსაც იმ ტელევიზიის სახელი ეწერებოდა, რომელშიც ჯულიეტა ვაშაყმაძემ 50 წელი გაატარა

  • ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

    ელენე ხოშტარია: …ეს იმ ფონზე, როცა “ქართული ოცნების” შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge