ავსტრიაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა 27 იანვრამდე გაგრძელდება და წარმოდგენილი ნამუშევრების გარდა, სტუმრები ფიროსმანის სიმბოლურ საფლავსაც ნახავენ, რომელიც ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, ტადაო ანდომ მხატვრის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ შექმნა.
საქართველოს ბანკი გამოფენის მხარდამჭერია. გამოფენის ორგანიზატორია Infinitart Foundation
კომენტარები